NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ზალკალიანი – საქართველოს ტოლერანტობის ისტორია მდიდარი და წარმოსაჩენია

ზალკალიანი – საქართველოს ტოლერანტობის ისტორია მდიდარი და წარმოსაჩენია

27 ივლ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 1007 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, სიტყვით გამოვიდა ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ მინისტერიალში რელიგიის თავისუფლების შესახებ. მინისტერიალში, რომელიც ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მოწვევით და შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის პატრონაჟით ტარდება, 40-ზე მეტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს.

საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიას, რომელიც მდიდარია და სამაგალითოა მსოფლიო საზოგადოებისთვის უნიკალური ტოლერანტობისა და მულტიეთნიკური თანაცხოვრების თვალსაზრისით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს კულტურის თავისებურება, რაც გამოიხატება მრავალფეროვნებაში, რელიგიურ პლურალიზმსა და ინკლუზიურობაში, თავის მხრივ იქცა ქართველი ერის და მისი ცხოვრების წესის განმსაზღვრელად. მისივე თქმით, რელიგიური თავისუფლების უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ბოლო წლების განმალობაში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მათ შორის სხვადასხვა რელიგიური კონფესიებისთვის სალოცავი შენობა-ნაგებობებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

საკუთარ გამოსვლაში დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოში მოქმედი რელიგიური ინსტიტუტების ჩართულობის მნიშვნელობას ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებაში.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რელოგიური თავისუფლების საერთაშორისო კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოების ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის, მათ შორის რელიგიური თავისუფლების ფუნდამენტური უფლების დარღვევისა და ხელყოფის ფაქტებზე. მისი თქმით ოკუპაციისა და 2008 წლის სამხედრო აგრესიის შემდგომ ვითარება ოკუპირებულ რეგინებში გართულდა. მისი თქმით ადგილზე ილახება, როგორც მორწმუნეთა უფლებები, ასევე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელთა უფლებები, რომელთაც წლებია არ ეძლევათ საშუალება განახორციელონ ამ ტერიტორიაზე ღვთისმსახურება და მონაწილეობა მიიღონ რელიგიურ ღონისძიებებსა და დღესასწაულებში. მშვიდობიან მოსახლეობას არ ეძლევა საშუალება მოინახულოს და პატივი მიაგოს წინაპართა საფლავებს. დავით ზალკალიანმა ასევე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ისტორიული რელიგიური ტაძრების დაზიანებისა და დამახინჯების ფაქტებზე, როგორც მან აღნიშნა ამ გზით საოკუპაციო რეჟიმი და რუსეთის ფედერაცია ცდილობს წაშალოს ქართული ისტორიულ-კულტურული კვალი.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

დავით ზალკალიანმა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით მინისტერიალის მონაწილეებს დაუდასტურა საქართველოს მზაობა მომავალშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ცივილიზაციათა დიალოგსა და სხვადასხვა რელიგიურ თუ კულტურულ ჯგუფებს შორის ხიდების მშენებლობასა და ნდობის გაღრმავებაში, რასაც ჩვენი ქვეყანა ისტორიულად წარმატებით ართმევდა თავს.

რელიგიური თავისუფლების საკითხზე საერთაშორისო მინისტერიალს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მასპინძლობს. ღონისძიებას აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მოწვევით სხვადასხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან.

მინისტერიალი მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა და სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.

კომენტარები

აშშ დავით ზალკალიანი რელიგია საგარეო საქმეთა სამინისტრო 2018-07-27
Tags აშშ დავით ზალკალიანი რელიგია საგარეო საქმეთა სამინისტრო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„მოლაპარაკებებით კმაყოფილი რომ არ ვყოფილიყავით, გზა დღესაც დაკეტილი იქნებოდა“

შემდეგი სტატია

25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულს დამატებით 7 ახალი ბრალი წაუყენეს

მსგავსი სტატიები

პრემიერი იმ პროგრამას წარადგენს, რომლითაც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის 1 ლარად შეძენა იქნება შესაძლებელი

პრემიერი იმ პროგრამას წარადგენს, რომლითაც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის 1 ლარად შეძენა იქნება შესაძლებელი

ირაკლი შალიკაშვილი 06 აგვ 2019
მკვლელობა გორში – 70 წლამდე ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

მკვლელობა გორში – 70 წლამდე ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

28 დეკ 2018
დღეს ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, როგორ ხორციელდება საპარლამენტო ზედამხედველობა

დღეს ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, როგორ ხორციელდება საპარლამენტო ზედამხედველობა

ირაკლი შალიკაშვილი 27 მაი 2020

უახლესი ამბები

  • “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

    “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

  • თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

    თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

  • ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

    ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

  • სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

    სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

  • მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

    მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

  • გაყინული მიკრობები და ახალი პანდემიის საფრთხე

    გაყინული მიკრობები და ახალი პანდემიის საფრთხე

  • “გაათრიერთ აქედან ეს ნაგავი, ვის შეეხე შენ ხელით?! შე ნაბო**არო” – მარნეულში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

    “გაათრიერთ აქედან ეს ნაგავი, ვის შეეხე შენ ხელით?! შე ნაბო**არო” – მარნეულში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

  • შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს

    შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს

  • “ეს ის ქალია, რომელმაც შეურაწყოფა მიაყენა ჩემს სარწმუნეობას!!! ეს ის ქალია, რომელიც ატყუებს მოსახლეობას!!! მე, როგორც ქრისტიანი დავიცავ ჩემს ჯვარს” – ირმა ზარქუა

    “ეს ის ქალია, რომელმაც შეურაწყოფა მიაყენა ჩემს სარწმუნეობას!!! ეს ის ქალია, რომელიც ატყუებს მოსახლეობას!!! მე, როგორც ქრისტიანი დავიცავ ჩემს ჯვარს” – ირმა ზარქუა

  • “ალტ-ინფოს” მხარდამჭერები: ვაკელებო გაიღვიძეთ… მოინანიეთ ცოდვები ყველამ, მონასტერში წადით (ვიდეო)

    “ალტ-ინფოს” მხარდამჭერები: ვაკელებო გაიღვიძეთ… მოინანიეთ ცოდვები ყველამ, მონასტერში წადით (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge