NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სასამართლომ ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა

სასამართლომ ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა

27 ივლ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 613 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ ექვსივე ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სრულად ცნო.

კერძოდ, მოსამართლემ რუსლან შავაძე და შოაიფ ბორზიევი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, ტერორისტული მიზნებით იარაღის უკანონო ტარების, ტერორისტული აქტის მომზადებისა და საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებაში გაამტყუნა და 13-13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

რაც შეეხება ტერორიზმის ხელშეწყობასა და სხვა მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფაში ბრალდებულებს, რუსლან ალდამოვს და ანატოლი ბერძენიშვილს 11-11 წლით, რამაზ მარგოშვილს 12 წლით, ზურაბ იდოიძეს კი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

სუს-მა ანტიტერორისტული ოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსისა და პანკისის ხეობაში 2017 წლის 21-22 ნოემბერსა და 26 დეკემბერს ჩაატარა. ჩატარებული ოპერაციის შედეგად გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებულია ახმედ ჩატაევის დაჯგუფების ორი წევრი, თავად ჩატაევმა კი თავი აიფეთქა. სპეცოპერაციის ჩატარებამდე სამართალდამცველებმა დაჯგუფების ერთი წევრი შოაიფ  ბორზიევი დააკავეს. მას ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.

რაც შეეხება პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციას, სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ტერორიზმში ბრალდებულთა ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირები რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი, რამაზ მარგოშვილი და ზურაბ გორნაკაშვილი დააკავა. კიდევ ორი პირი ანატოლი ბერძენიშვილი და ზურაბ იდოიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოგვიანებით დააკავა. ყველა მათგანს გამოძიება ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას და რესურსებით უზრუნველყოფას ედავება.

კომენტარები

დამნაშავედ ცნო თბილისის საქალაქო სასამართლო სასამართლო ტერორიზმის მხარდაჭერის საქმე 2018-07-27
Tags დამნაშავედ ცნო თბილისის საქალაქო სასამართლო სასამართლო ტერორიზმის მხარდაჭერის საქმე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

 მაშველებმა სოფელ მსხალგორის სიახლოვეს, კლდეში ჩავარდნილი 23 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიტანეს

შემდეგი სტატია

გიორგი სალაყაია „ბადაგონის“ წილის მესამე პირებზე უკანა თარიღით გადაყიდვას ცდილობს

მსგავსი სტატიები

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდთან დაკავშირებით

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდთან დაკავშირებით

სოსო ელისაშვილი 29 მარ 2018
„ეს არის ძალიან ვერაგული ქმედება ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის წინააღმდეგ“

„ეს არის ძალიან ვერაგული ქმედება ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის წინააღმდეგ“

სოსო ელისაშვილი 02 მარ 2018
ბათუმში შტორმის შედეგად დანაგვიანებულ ბულვარის დილიდან ასუფთავებენ

ბათუმში შტორმის შედეგად დანაგვიანებულ ბულვარის დილიდან ასუფთავებენ

20 იან 2018

უახლესი ამბები

  • ტაქტიკურად, რაღაც შეიძლება დღეს არ გამოვიდეს, ხვალ გამოვიდეს, ზაფხულის პერიოდია

    ტაქტიკურად, რაღაც შეიძლება დღეს არ გამოვიდეს, ხვალ გამოვიდეს, ზაფხულის პერიოდია

  • ,,არავის მოვატყუებინებთ თავს” – ოპოზიცია დღეს პარალელური გეგმის წარდგენას გეგმავს

    ,,არავის მოვატყუებინებთ თავს” – ოპოზიცია დღეს პარალელური გეგმის წარდგენას გეგმავს

  • ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

    ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

  • პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

    პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

  • „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

    „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

  • დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

    დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

  • სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

    სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge