NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საკრებულოში ტაქსების რეგისტრაციის წესზე მსჯელობენ

საკრებულოში ტაქსების რეგისტრაციის წესზე მსჯელობენ

27 ივლ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 971 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დედაქალაქის საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომაზე ტაქსების რეგისტრაციის წესზე მსჯელობენ, რომელიც დასამტკიცებლად საკრებულოს დღევანდელ სხდომაზეც გავა.

როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე აცხადებს, ახალი რეგულაციებით „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები მოითბობენ ხელს.

„ქართულ ოცნებას“ უნდა ევროპული ტაქსები, ეს თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ არ უნდა, რომ ჩვენ მოსახლეობას ჰქონდეს ევროპული პენსია, სამსახურები და ა.შ. პირდაპირ ტაქსებიდან დაიწყეს ერთადერთი მიზეზით, რომ გააუბედურონ ადამიანები, ჯიბეებში ჩაუყონ ხელი და ამით დამატებითი თანხების მობილიზება მოახდინონ. თუ ჩვენ წავიკითხავთ ამ წესს, არის ძალიან ბევრი ნიშანი იმისა, რომ მოხდეს ამ სფეროს მონოპოლიზება და შემდგომ ამით „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები მოითბობენ ხელს. ერთი წლის შემდეგ რამდენი იქნება მოსაკრებელი, შემდგომი მსჯელობის საგანი იქნება”, – განაცხადა ნადირაძემ.

კომისიის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას დედაქალაქის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ უპასუხა.

როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, რეგულაციები, რომლის განხილვაც დღეს ხდება ერთი წლის განმავლობაში მუშავდებოდა

„რეგულაციების მიღებისთანავე, ორი თვის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შეეძლება, აიღოს ტაქსის ნებართვა და რეგულაციები, რომლებიც 2019 წლის ოქტომბრიდან შედის ძალაში. რეგულაციები, ეხება მანქანის ერთიან ვიზუალს, ფერს და ასევე იმ საკითხებს, რომელიც დაკავშირებულია მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებასთან. პროცედურა არის ძალიან მარტივი, 100-50 ლარის ერთჯერადი საფასურის გადახდის შემდგომ, ადამიანებს ექნებათ საშუალება, აიღონ ტაქსის მომსახურების ნებართვა”, – განაცხადა ბითაძემ.

 

კომენტარები

საკრებულო ტაქსების რეგისტრაციის წესი 2018-07-27
Tags საკრებულო ტაქსების რეგისტრაციის წესი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მთავრობას შორის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს

შემდეგი სტატია

NDI: პრეზიდენტმა რაც შეიძლება მალე უნდა გამოაცხადოს არჩევნების თარიღი

მსგავსი სტატიები

საქართველოს პრეზიდენტმა 57 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 57 პატიმარი შეიწყალა

სოსო ელისაშვილი 25 ოქტ 2018
ილოცეთ ორ დღეში რომ არ გაგანადგურეთ! – ჟურნალისტი ვლადიმირ სალავიოვი (ვიდეო)

ილოცეთ ორ დღეში რომ არ გაგანადგურეთ! – ჟურნალისტი ვლადიმირ სალავიოვი (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 24 თებ 2022
მსჯავრდებულთა შეწყალების ახალი წესი – საკანონმდებლო მაცნეში პრეზიდენტის ბრძანებულება გამოქვეყნდა

მსჯავრდებულთა შეწყალების ახალი წესი – საკანონმდებლო მაცნეში პრეზიდენტის ბრძანებულება გამოქვეყნდა

ირაკლი შალიკაშვილი 27 ნოე 2019

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge