NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში ორი პირი მისცა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში ორი პირი მისცა

27 ივლ 2018 ახალი ამბები, სამართალი 455 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი იზა წ, ხოლო დიდი ოდენობით თაღლითობის ჩადენისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილში მცხოვრები მოქალაქე კახა ბ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ კახა ბ-მ, რომლის ოჯახსაც ზუგდიდის ადგილობრივი არქივის მონაცემებით ერიცხება 7700 კვ.მ ფართობის საკარმიდამო ნაკვეთი, გადაწყვიტა აღნიშნული ჩანაწერის გამოყენებით თაღლითური გზით, მის სახელზე დაერეგისტრირებინა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილში, მის ნაკვეთთან ახლოს მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 6001 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ამ მიზნით საკადასტრო აზომვითი ნახაზი შეადგინა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა იზა წ-მ არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა, სათანადოდ არ გამოიკვლია წარმოდგენილი დოკუმენტაცია და გამოსცა ბრძანებები, რომელშიც მიუთითა, რომ კახა ბ-ს მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურია, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

აღნიშნული დოკუმენტის გამოყენებით კახა ბ-მ 6001 კვ.მ. ფართობის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 30005 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი მის სახელზე უკანონოდ დაირეგისტრირა.

გამოძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს), დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე (სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო. აღნიშნული მიწის ნაკვეთი გამოძიების მიერ დაყადაღებულია და დაწყებულია პროცედურები ნაკვეთის სახელმწიფოსთვის დასაბრუნებლად.

კომენტარები

სუსი 2018-07-27
Tags სუსი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გარემოს ეროვნული სააგენტო: აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში, მათ შორის თბილისში ადგილი აქვს ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიდან მტვრის მასების გავრცელებას

შემდეგი სტატია

კალიფორნიაში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მსგავსი სტატიები

ივანიშვილის შეხვედრა პატრიარქთან – “ოცნების” თავმჯდომარე ილია მეორეს სამების ტაძრის მოხატვის სრულ დაფინანსებას დაპირდა

ივანიშვილის შეხვედრა პატრიარქთან – “ოცნების” თავმჯდომარე ილია მეორეს სამების ტაძრის მოხატვის სრულ დაფინანსებას დაპირდა

სოსო ელისაშვილი 11 აპრ 2019

უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

16 ოქტ 2017

ირლანდია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და მზად არის საკუთარი წარმატებული გამოცდილება გაუზიაროს

სოსო ელისაშვილი 15 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე: ვულოცავ ლაშა ტალახაძეს და ქართველ გულშემატკივრებს

    კახა კალაძე: ვულოცავ ლაშა ტალახაძეს და ქართველ გულშემატკივრებს

  • “ყველა ფრთხილად უნდა იყოს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან”

    “ყველა ფრთხილად უნდა იყოს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან”

  • იაგო ხვიჩია: არსებობს მოარული ჭორი, რომ ამ კვირას რაღაც მოხდება. შესაძლებელია, მოლაპარაკების პროცესიც მიმდინარეობდეს ხელისუფლებასთან …

    იაგო ხვიჩია: არსებობს მოარული ჭორი, რომ ამ კვირას რაღაც მოხდება. შესაძლებელია, მოლაპარაკების პროცესიც მიმდინარეობდეს ხელისუფლებასთან …

  •  ამირან გამყრელიძე:  საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა იწყება

     ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა იწყება

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო კარვების ტერიტორიიდან რიონში მამაკაცი ჩავარდა

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო კარვების ტერიტორიიდან რიონში მამაკაცი ჩავარდა

  • ლილი ფოფხაძე – საჭესთან სხვები სხედან

    ლილი ფოფხაძე – საჭესთან სხვები სხედან

  • სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დმანისის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავეს

    სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დმანისის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავეს

  • გიგა ბოკერია: დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

    გიგა ბოკერია: დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

  • უცნობი: დღეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ცდი­ლობს “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“” გა­კოტ­რე­ბუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი ძა­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პო­ლი­ტი­კა­ში

    უცნობი: დღეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ცდი­ლობს “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“” გა­კოტ­რე­ბუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი ძა­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პო­ლი­ტი­კა­ში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge