NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თიბისი ბანკმა აზერბაიჯანულ ბანკთან „ნიკოილი” სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

თიბისი ბანკმა აზერბაიჯანულ ბანკთან „ნიკოილი” სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

26 ივლ 2018 ახალი ამბები 726 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თიბისი  ბანკსა და აზერბაიჯანულ ბანკს – „ნიკოილს”  შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა.

ბანკებს შორის პარტნიორობა შემდეგ ნაბიჯებს მოიცავს:

  • აზერბაიჯანის შესაბამისი საზედამხედველო ორგანოების თანხმობის შედეგად, თიბისი კრედიტისა და „ნიკოილის” გაერთიანების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, თიბისი ბანკი იქნება  „ნიკოილ ბანკის”  დაახლოებით 10% წილის მფლობელი;

  • თიბისი ბანკი წარმოდგენილი იქნება “ნიკოილ ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოში და  „ნიკოილ ბანკის” მენეჯმენტთან ერთად გადამწყვეტ როლს ითამაშებს კომპანიის სამომავლო განვითარებაში. თიბისი ბანკი გეგმავს საქართველოს საბანკო სექტორში ოპერირებისას დაგროვილი ცოდნის „ნიკოილისთვის” გაზიარებას, მათ შორის სრულად ციფრული ბანკის –  სფეისის მიმართულებით. ეს ხელს შეუწყობს საცალო, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტებზე ორიენტირებული აზერბაიჯანული ბანკის განვითარებას.

  • გაერთიანების შედეგად, სამი წლის განმავლობაში, თიბისი ბანკს „ნიკოილ ბანკში”  დამატებითი წილის (50% +1 ოდენობამდე) შეძენის უფლება ეძლევა.

ტრანზაქცია სავარაუდოდ 2-3 თვეში, აზერბაიჯანის შესაბამისი საზედამხედველო ორგანოების მიერ აღნიშნული ტრანზაქციის დამტკიცების შემდეგ დაიხურება.

„ჩვენთვის საამაყოა „ნიკოილ ბანკთან” პარტნიორობა. ეს მნიშვნელოვანი  ტრანზაქციაა  თიბისი ბანკისთვის, რომელიც წარმატებით ოპერირებს კონკურენტულ ქართულ ბაზარზე და შეუძლია თავისი გამოცდილების ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანა.  მინდა,  ხაზი გავუსვა  სრულად ციფრული ბანკის სფეისის მნიშვნელობასაც, რომელიც ძალიან მოკლე ვადებში სულ უფრო პოპულარული ხდება და რომლითაც უკვე 120 000-მდე მომხმარებელი სარგებლობს. გაერთიანების წარმატებით დასრულების შემდეგ, სფეისს აზერბაიჯანელ მომხმარებელსაც შევთავაზებთ”,  – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

“მოხარული  ვართ, რომ ვთანამშრომლობთ თიბისი ბანკთან. ჩვენ ერთობლივად შევძლებთ თანამედროვე სერვისებისა და პროდუქტების აზერბაიჯანელი მომხმარებლისთვის შეთავაზებასა  და მზარდ ბაზარზე  წარმატების მიღწევას”, -აღნიშნა ნიკოლოზ შურღაიამ, „ნიკოილ ბანკის” გენერალურმა დირექტორმა.

„ნიკოილი” აზერბაიჯანული კომერციული ბანკია, რომელიც  ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ყველა სახის საბანკო მომსახურებას სთავაზობს. ბანკის ფართომასშტაბიანი გაყიდვების ქსელი ქვეყნის დედაქალაქსა და რეგიონებში ოპერირებს. 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ნიკოილის” მთლიანი აქტივები 591 მილიონი ლარის ეკვივალენტს შეადგენს.

კომენტარები

tbc ბანკი რეკლამა 2018-07-26
Tags tbc ბანკი რეკლამა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Booking-ი საქართველოს მეღვინეობასა და ნაკლებად ცნობილ ვაზის ჯიშებზე წერს

შემდეგი სტატია

ამერიკული სამხედრო ტექნიკა და პირადი შემადგენლობა საქართველოშია

მსგავსი სტატიები

თბილისის ზოგიერთ რაიონში 2 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისის ზოგიერთ რაიონში 2 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

01 თებ 2018

ზაზა ხატიაშვილი: „ომეგას“ მხრიდან ფარული ჩანაწერებით მანიპულირება სკოტლანდ იარდის და ბრიტანეთის სასამართლოს განსჯის საგანი გახდება

სოსო ელისაშვილი 19 ოქტ 2018

სასკოლო პროგრამების ექსტერნი გამოცდების განრიგი დამტკიცდა

11 სექ 2018

უახლესი ამბები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ხორნაბუჯი“ წვენის ახალ საწარმოს  აშენებს

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ხორნაბუჯი“ წვენის ახალ საწარმოს აშენებს

  • Galaxy Z Flip4 და Z Fold4-ის წინასწარი შეკვეთა დაიწყო

    Galaxy Z Flip4 და Z Fold4-ის წინასწარი შეკვეთა დაიწყო

  • უჯარმაში, სარწყავ არხში დაკარგული ძმები გარდაცვლილები იპოვეს

    უჯარმაში, სარწყავ არხში დაკარგული ძმები გარდაცვლილები იპოვეს

  • კიდევ ერთი აფეთქება ყირიმში – ბელბეკის აეროდრომზე, რომელიც რუსების უდიდეს საჰაერო ბაზას წარმოადგენს

    კიდევ ერთი აფეთქება ყირიმში – ბელბეკის აეროდრომზე, რომელიც რუსების უდიდეს საჰაერო ბაზას წარმოადგენს

  • ჯემალ სეფიაშვილი: შევარდნაძეს კი არ დავეხმარე გამარჯვებაში, “მოქალაქეთა კავშირს” დავეხმარე (ვიდეო)

    ჯემალ სეფიაშვილი: შევარდნაძეს კი არ დავეხმარე გამარჯვებაში, “მოქალაქეთა კავშირს” დავეხმარე (ვიდეო)

  • ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

    ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

  • ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

    ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

  • უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

    უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

  • 3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

    3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge