პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფიქნესეთის გენერალური მდივანი იარდენა მელერ-ჰოროვიცი ბათუმში, აჭარის ავტონომიურირესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს, მაია ხაჯიშვილს შეხვდნენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აჭარის ავტონომიურირესპუბლიკის და ისრაელის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის საკითხებსა დასამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა მაია ხაჯიშვილმა სტუმრებს საკანონმდებლოორგანოს სტრუქტურა, საქმიანობის ძირითადი პრინციპები გააცნო და საქართველოს პარლამენტსადა აჭარის უმაღლეს საბჭოს შორის ახლახან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმისმნიშვნელობაზე ისაუბრა.
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმაღლესსაბჭოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ურთიერთობები კიდევ უფროგანვითარდება, რაც ქვეყნისა და რეგიონისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია.
იარდენა მელერ-ჰოროვიცმა მაია ხაჯიშვილს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა დათანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, საპასუხო ვიზიტითისრაელის ქნესეთში მიიწვია.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გამართულ შეხვედრას ქნესეთის შინაგანსაქმეთა და გარემოს დაცვის კომიტეტის აპარატის უფროსი ლეა კრიხელი დაესწრო.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ბათუმის ღირსშესანიშნაობები და საკულტო ნაგებობებიმოინახულეს.
კომენტარები