NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„გალტ ენდ თაგარტმა“ ღვინის ინდუსტრიაზე პრეზენტაცია წარადგინა

„გალტ ენდ თაგარტმა“ ღვინის ინდუსტრიაზე პრეზენტაცია წარადგინა

26 ივლ 2018 ახალი ამბები, ბიზნესი 1180 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„გალტ ენდ თაგარტმა“ ღვინის ინდუსტრიის პრეზენტაცია გამართა. საქართველოს ბანკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ესწრებოდნენ დარგის სპეციალისტები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები, საქართველოს ბანკის კორპორატიული კლიენტები, მცირე და საშულო ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. ღონისძიებაზე სპეციალური მოხსენებით წარსდგა ღვინის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ამერიკიდან, Master of Wine – ლიზა გრანიკი.

„გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში დეტალურადაა მოცემული ინფორმაცია ღვინის ბაზრის გლობალურ ტენდენციებთან დაკავშირებით, განხილულია ღვინის სექტორში არსებული ვითარება საქართველოში, ქართული ღვინის პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე, ადგილობრივი ბაზრის განვითარების პოტენციალი და ასევე, ღვინის ბიზნესის გამოწვევები და პერსპექტივები. კვლევის მიხედვით ღვინის წარმოების და მოხმარების შემდგომი ზრდა საკმაოდ რეალისტურია. ამასთან, ღვინის ადგილობრივ მოხმარებას ტურიზმი მნიშვნელოვნად ასტიმულირებს და ღვინის ტურიზმის პოტენციალი ასათვისებელია. კვლევაში ასევე გაანალიზებულია, თუ რა როლს თამაშობს ღვინის სექტორი საქართველოს ეკონომიკაში. კერძოდ: დასაქმების, მომგებიანობისა და ექსპორტის მიმართულებით. ასევე, კვლევაში ხაზგასმულია ღვინის სექტორის დინამიური ზრდის ბოლოდროინდელი ტრენდი.

„გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში ღვინის სექტორის გამოწვევად დასახელებულია დაბალი მოსავლიანობა, არასათანადო ინფრასტრუქტურა, ღვინის ფალსიფიცირება და ასევე ვაჭრობის დაფინანსება. რაც შეეხება მის პერსპექტივებს, კვლევაში დასახელებულია: მზარდი საექსპორტო ბაზრების, ღვინის ტურიზმის, ქვევრის ღვინისა და ნიშური ღვინის წარმოების შესაძლებლობა, მზარდი ადგილობრივი მოხმარება მაღალხარისხიან ბოთლის ღვინოზე.

[R]

კომენტარები

გალტ ენდ თაგარტი ღვინის ინდუსტრია ღვინო 2018-07-26
Tags გალტ ენდ თაგარტი ღვინის ინდუსტრია ღვინო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

არქიმ და ზაზა ფაჩულიამ უპრეცედენტო ინიციატივა წარადგინეს

შემდეგი სტატია

მამუკა ბახტაძე: ვერ მოვისმინეთ შინაარსობრივი არგუმენტაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაში არ შეიძლება დაეთანხმო იმ მნიშვნელოვან აქცენტებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში გააკეთა

მსგავსი სტატიები

სტიქია  საქართველოში – რამდენიმე რეგიონში  სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობდა

სტიქია საქართველოში – რამდენიმე რეგიონში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობდა

17 ივნ 2018
უსუფაშვილი ბესელიასთან კონსულტაციებს არ ადასტურებს და “ქართული ოცნების” თვითგანადგურებაზე საუბრობს

უსუფაშვილი ბესელიასთან კონსულტაციებს არ ადასტურებს და “ქართული ოცნების” თვითგანადგურებაზე საუბრობს

22 თებ 2019

საოკუპაციო ხაზთან გატაცებული სასულიერო პირი ქართულ მხარეს გადმოსცეს

06 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge