NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ბახტაძე: „ჩვენთვის აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია“

ბახტაძე: „ჩვენთვის აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია“

26 ივლ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 585 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პრემიერმინისტრის რანგში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში, რა თქმა უნდა, დამთხვევა არ არის, ეს გახლავთ კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენთვის აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელში 18-20 ივლისს შემდგარ ვიზიტს, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული უწოდა.

მთავრობის მეთაურმა საქართველოს ყველა მეგობარს ბრიუსელში მადლობა გადაუხადა იმ ძალიან პრინციპული მხარდაჭერისთვის, რომელიც ქვეყანამ კიდევ ერთხელ მოიპოვა.

„ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე საზოგადოებას ჰქონდა საშუალება, მოესმინა ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული გზავნილები, რომლებიც მივიღეთ ნატოსგან. ამასთან ერთად, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან და ევროკომისრებთან, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს რეგიონში არსებობს. ამასთან ერთად, ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ DCFTA-ის ფარგლებში აღებულ ყველა ვალდებულებას და მათ იმპლემენტაციას ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში, თუმცა ჩვენ ვაპირებთ, ეს პერიოდი კიდევ უფრო შევამციროთ და ვადაზე ადრე შევასრულოთ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელმოწერისას აღებული ვალდებულებები. ევროპელ პარტნიორებთან ასევე ვისაუბრეთ ახლადშექმნილი უმაღლესი დონის ფორმატის მნიშვნელობაზე. როგორც მოგეხსენებათ, ნოემბერში ვგეგმავთ პირველ შეხვედრას ამ ფორმატის ფარგლებში, რომელიც კონკრეტულ შედეგებზე იქნება ორიენტირებული და ხელს შეუწყობს ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

ბრიუსელი ევროატლანტიკური ინტეგრაცია ევროკავშირი მამუკა ბახტაძე პრემიერი 2018-07-26
Tags ბრიუსელი ევროატლანტიკური ინტეგრაცია ევროკავშირი მამუკა ბახტაძე პრემიერი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ჩვენი დემოკრატიისთვის იქნება უკეთესი, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე“

შემდეგი სტატია

რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკში 1500-მდე მოზარდი მიიღებს მონაწილეობას

მსგავსი სტატიები

ნაძალადევის რაიონში სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება

ნაძალადევის რაიონში სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება

30 აპრ 2018
გია მაისაშვილის ოჯახი მიმართვას ავრცელებს

გია მაისაშვილის ოჯახი მიმართვას ავრცელებს

23 თებ 2018
დიმიტრი ქუმსიშვილი: „დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“

დიმიტრი ქუმსიშვილი: „დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“

05 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

    ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

  • ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

    ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

  • ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

    ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

  • ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

    ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

  • დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

    დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

  • პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

    პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

  • მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

    მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

  • როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

    როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

  • The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

    The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge