NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ამერიკული სამხედრო ტექნიკა და პირადი შემადგენლობა საქართველოშია

ამერიკული სამხედრო ტექნიკა და პირადი შემადგენლობა საქართველოშია

26 ივლ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 1830 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2018“ მონაწილეობის მისაღებად ბულგარეთში, კონსტანცას პორტიდან გამოგზავნილი ამერიკული ჯავშანტექნიკა უკვე საქართველოშია. აშშ-ის შეიარაღებული ძალების საბრძოლო ჯავშანმანქანა „სტრაიკერი“, ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“, M1A2 ტიპის ტანკი „აბრამსი“ და სხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა ფოთის პორტში უკვე ჩამოიტვირთა. ვაზიანის მიმართულებით სამხედრო ტექნიკის ნაწილი ავტომატარებლის საშუალებით, ნაწილი კი – თვითსვლით გადაადგილდება.

აშშ-ის ევროპის სარდლობის ჯავშანტექნიკა ბულგარეთში, კონსტანცას პორტში ხომალდზე დაიტვირთა და შავი ზღვით საქართველოსკენ 22 ივლისს წამოვიდა.

საჰაერო გზით კი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მრავალეროვნულ სწავლებაში მონაწილე აშშ-ის ევროპის სარდლობის II საკავალერიო პოლკის პირადი შემადგენლობა უკვე ჩამოფრინდა. წვრთნაში მონაწილე ამერიკელი სამხედროების ნაწილი კი, საქართველოში 31 ივლისამდე ეტაპობრივად ჩამოვა.

სწავლება ოფიციალურად ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე 1 აგვისტოს გაიხსნება. „ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციერლდება. სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.

კომენტარები

Nobel Partner აბრამსი აშშ თავდაცვის სამინისტრო ნატო ტანკი ღირსეული პარტნიორი 2018-07-26
Tags Nobel Partner აბრამსი აშშ თავდაცვის სამინისტრო ნატო ტანკი ღირსეული პარტნიორი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თიბისი ბანკმა აზერბაიჯანულ ბანკთან „ნიკოილი” სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

შემდეგი სტატია

1 იანვრიდან დღემდე ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 351 ფაქტი გამოვლინდა

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია: ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ …

ელენე ხოშტარია: ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ …

ნინო ჩხეიძე 19 ნოე 2021
სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა – პარლამენტმა თოლორაიას კანდიდატურას დაუჭირა მხარი

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა – პარლამენტმა თოლორაიას კანდიდატურას დაუჭირა მხარი

ირაკლი შალიკაშვილი 10 ივნ 2019
Le Figaro ოცნებაზე: საქართველო ევროკავშირს შორდება, რათა მოსკოვის ორბიტაზე დაბრუნდეს

Le Figaro ოცნებაზე: საქართველო ევროკავშირს შორდება, რათა მოსკოვის ორბიტაზე დაბრუნდეს

ნინო ჩხეიძე 27 მაი 2022

უახლესი ამბები

  • მედია: პუტინის უმცროსი ქალიშვილი პოლიტიკური კარიერისთვის ემზადება

    მედია: პუტინის უმცროსი ქალიშვილი პოლიტიკური კარიერისთვის ემზადება

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ჟურნალისტების წყალობით შევძელით მსოფლიოს გაერთიანება – მინდა გთხოვოთ, არ დაგვტოვოთ

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ჟურნალისტების წყალობით შევძელით მსოფლიოს გაერთიანება – მინდა გთხოვოთ, არ დაგვტოვოთ

  • რატი ბრეგაძე: კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ

    რატი ბრეგაძე: კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ

  • უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა

    უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა

  • “მან მე აღმაფრთოვანა“ – მარტინ სკორსეზე

    “მან მე აღმაფრთოვანა“ – მარტინ სკორსეზე

  • შეშლილი გენიოსები – ადამიანები რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო

    შეშლილი გენიოსები – ადამიანები რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო

  • თამარ კორძაია: …ამიტომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც ერთი პატიმარი, თქვენს კარიერას გაანადგურებს

    თამარ კორძაია: …ამიტომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც ერთი პატიმარი, თქვენს კარიერას გაანადგურებს

  • ჩინეთმა რუსეთში რეგისტრირებული 2 ავიაკომპანიის თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა

    ჩინეთმა რუსეთში რეგისტრირებული 2 ავიაკომპანიის თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა

  • ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, ჩვენი ხელისუფლება, რომ არ მოსულიყო, დღეს არავითარი შანსი არ იქნებოდა არათუ ევროკავშირში ინტეგრაციის, ქვეყანა აღარ გვექნებოდა

    ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, ჩვენი ხელისუფლება, რომ არ მოსულიყო, დღეს არავითარი შანსი არ იქნებოდა არათუ ევროკავშირში ინტეგრაციის, ქვეყანა აღარ გვექნებოდა

  • რუსეთი აფხაზეთთან „საკონტროლო-გამშვებ“ პუნქტებს აუქმებს

    რუსეთი აფხაზეთთან „საკონტროლო-გამშვებ“ პუნქტებს აუქმებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge