NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ჯაფარიძე: „ბანკები ახლა ზეგათავხედებულები არიან – უფრო მეტიც, პრაქტიკულად აშანტაჟებენ სახელმწიფოს“

ჯაფარიძე: „ბანკები ახლა ზეგათავხედებულები არიან – უფრო მეტიც, პრაქტიკულად აშანტაჟებენ სახელმწიფოს“

25 ივლ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 376 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„წლების განმავლობაში, ყველა ხელისუფლების პირობებში, ბანკებმა მთავრობებთან ალიანსით ბაზარზე ისეთი დომინანტური პოზიციის მოპოვება მოახერხეს, რომ ახლა ზეგათავხედებულები არიან – უფრო მეტიც, პრაქტიკულად აშანტაჟებენ სახელმწიფოს“ – ამბობს „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.

ჯაფარიძის შეფასებით, გუშინ საღამოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ბიძინა ივანიშვილის კომენტარი ბანკების შესახებ გამოწვეული იყო იმით, რომ ბანკების კრიტიკა პოლიტიკურად ყველაზე მომგებიანი თემაა. ჯაფარიძის თქმით, ამასვე აკეთებენ სისტემატურად ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

ჯაფარიძის ინტერვიუს ამ თემაზე „გირჩი“ ავრცელებს:

არსებობს თუ არა ჭარბვალიანობა?

2007 წლამდე ფიზიკურ პირებზე სესხებიდან ჯამური შემოსავლები კომერციულ ბანკებში, დაახლოებით, 2-ჯერ ნაკლებია, ვიდრე იურიდიულ პირებზე სესხებიდა. 2012-ისთვის, დაახლოებით, თანაბრდება. ახლა კი, პირიქითაა – ფიზიკურ პირებზე სესხებიდან შემოსავლები, დაახლოებით, 2-ჯერ მეტია, ვიდრე იურიდიულ პირებზე სესხებიდან. ამას, შეიძლება, უძახო „ჭარბვალიანობა“, თუმცა სინამდვილეში ეს ნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ამ ქვეყნის სულ უფრო მეტმა მოქალაქემ შეძლო ბანკების მიერ დაყენებული ფილტრის (შემოსავლის დადასტურება, საგარანტოდ ქონების გამოყენება და სხვა) გავლა.

სარგებლობენ თუ არა ბანკები ბოროტად არსებული მდგომარეობით? 

კი, სარგებლობენ. ისინი ლობირებენ ისეთ რეგულაციებს, რომლებიც ვითომ მოსახლეობის კეთილდღეობისკენაა მიმართული, მათი დაცვისკენ, სინამდვილეში კი ასეთი რეგულაციებით ბაზრიდან დევნიან პატარა მოთამაშეებს და ზრდიან საკუთარ მოგებას. რეგულაციების გამო მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხები 2017-ში 2016 წელთან შედარებით თითქმის მილიარდით შემცირდა. სად წავიდა ეს ხალხი? ცხადია, ბანკებს მიადგებოდნენ.

ახალი რეგულაციების შედეგიც იგივე იქნება. რეგულაცია ხარჯია, რომელიც პატარა მოთაშამეებს ანგრევს, ხოლო მსხვილი ბანკები კი ამას იტანენ და, შესაბამისად, ბაზარზე მარტო რჩებიან.

რატომ არ იწევს პროცენტი, როცა ამხელა მოგებაზე მუშაობენ? 

უკვე ბევრი წელია, პროცენტი იწევს ნელნელა, მაგრამ პროცენტი, იგივე ფულის ფასი, მოგებულის მოცულობაზე არ არის დამოკიდებული. ის დამოკიდებულია მოთხოვნა-მიწოდებაზე და სანამ არსებობს სესხზე მოთხოვნა არსებულ ფასში, ბანკი პროცენტს არ დაწევს.

ბანკების არაპროფილური საქმიანობა?

ის, რომ კომპანიებს ბანკებისთვის საკუთარი შიდა სამზარეულოს სრულად ჩვენება უწევთ, რითიც შემდეგ სარგებლობენ ბანკები და შედიან ბიზნესის სხვადასხვა სფეროში (მშენებლობა, ჯანდაცვა, დაზღვევა, ლუდი! და ა.შ.), ასევე გამოწვეულია ბანკების გათავხედებული მდგომარეობით და კონკურენციის ნაკლებობით, რაც თავის მხრივ რეგულაციებითა და ბანკების მხრიდან საკუთარი ინტერესების წარმატებული პოლიტიკური ლობირებითაა გამოწვეული. ანუ პრობლემა არის ის, რომ წლების განმავლობაში, ყველა ხელისუფლების პირობებში, ბანკებმა მთავრობებთან ალიანსით ბაზარზე ისეთი დომინანტური პოზიციის მოპოვება მოახერხეს, რომ ახლა ზეგათავხედებულები არიან – უფრო მეტიც, პრაქტიკულად აშანტაჟებენ სახელმწიფოს, რადგან თუ მათ პრობლემა შეექმნებათ, ეს ჩამოშლის არა მხოლოდ ფინანსურ სექტორს, არამედ მთელ ეკონომიკას (რაც სიმართლესთან ახლოსაა).

გამოსავალი?

გამოსავალი არის მეტი კონკურენცია! ბაზრის გათავისუფლება და ახალი მოთამაშეების მარტივად დაშვება ბაზარზე, მათ შორის უცხოური მოთამაშეებისაც. ნებისმიერი მცდელობა ბანკების შეზღუდვის ახალი რეგულაციებით, დასრულდება ამ ბანკების კიდევ უფრო გაძლიერებითა და მათი მოგების კიდევ უფრო გაზრდით!

ამ დროს რას აკეთებს მთავრობა?

არა მხოლოდ იღებს ახალ რეგულაციებს, არამედ აკანონებს სავალდებულო დაგროვებით პენსიას და სახელმწიფო საპენსიო ფონდის მილიარდებს ახუტებს მსხვილ ბანკებს. აი, ამის მერე ნახეთ ბანკების თავგასულობა!

კომენტარები

ბანკები ბიძინა ივანიშვილი გირჩი ზურა ჯაფარიძე 2018-07-25
Tags ბანკები ბიძინა ივანიშვილი გირჩი ზურა ჯაფარიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ივანიშვილს არ სურს ტყვიას დაუდგეს პოლიტიკურად პირდაპირ მიზანში“

შემდეგი სტატია

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასებაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” პრეზენტაცია გამართა

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე სპორტის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა

14 სექ 2017
ჯულიან ასანჟი: კატალონიაში დამოუკიდებლობის  რეფერენდუმის გამო მსოფლიოში პირველი-ინტერნეტ ომი დაიწყო

ჯულიან ასანჟი: კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის გამო მსოფლიოში პირველი-ინტერნეტ ომი დაიწყო

30 სექ 2017

„მე მაქვს ერთი მარტივი გზავნილი რუსეთის მიმართ, მავთულხლართები მიუღებელია და მისი დემონტაჟი უნდა მოახდინონ“

08 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • დავით ჭიჭინაძე: მოკლედ, ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება. ეს ყველაფერი კი, ისევ მხოლოდ ივანიშვილის ახალი პროექტია

    დავით ჭიჭინაძე: მოკლედ, ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება. ეს ყველაფერი კი, ისევ მხოლოდ ივანიშვილის ახალი პროექტია

  • Reuters – კუბაში კასტროს ეპოქა სრულდება

    Reuters – კუბაში კასტროს ეპოქა სრულდება

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • 7 წლის და კიდევ ერთი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით სამართალდამცავებმა 63 წლის მამაკაცი დააკავეს

    7 წლის და კიდევ ერთი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით სამართალდამცავებმა 63 წლის მამაკაცი დააკავეს

  • გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა

    გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა

  • ლილი ფოფხაძე – სიყვარულის ზღაპარი

    ლილი ფოფხაძე – სიყვარულის ზღაპარი

  • მამუკა ხაზარაძე: „ოცნებამ“, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს

    მამუკა ხაზარაძე: „ოცნებამ“, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს

  • ზურა ჯაფარიძე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

    ზურა ჯაფარიძე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

  • დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

    დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

  • არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

    არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge