NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უყურებს როგორც კერძო კომპანიას“

„ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უყურებს როგორც კერძო კომპანიას“

25 ივლ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 594 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ეს იყო მაჩვენებელი იმისა, რომ ქვეყანა ქვეყანა აღარ არის, ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოდ საქართველოს არ თვლის, ის მას უყურებს როგორც კერძო კომპანიას. ლაპარაკობდა როგორც ბიზნესმენი, რომელიც საუბრობდა, რომ ამას იყიდის, იმას გაყიდის, ამის ფულს გადაიხდის, იმას დათმობს, ეს არ არის პოლიტიკური კრიტერიუმებით საუბარი, -ასე შეაფასა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, რომელიც მან პირველ არხს მისცა.

„როდესაც ქვეყნის მმართველი გუნდის პარტიის თავმჯდომარე და მმართველი ამ კრიტერიუმებით ლაპარაკობს, ეს უბრალოდ სამარცხვინო და ძალიან სამწუხაროა არის ქვეყნისთვის.

ამავდროულად ჩვენ ახალი რეალობა მოვისმინეთ, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან განხორციელებული კონტროლი და მმართველობა, ეს არაფორმალური მმართველობა კი არ ყოფილა, ეს ყოფილა საზოგადოებრივი კონტროლი. ჩვენ არ გვცოდნია აქამდე, რომ საზოგადოებასა და ბიძინა ივანიშვილს შორის ტოლობის ნიშანია და ქართული საზოგადოება უდრის ბიძინა ივანიშვილს. ყოჩაღ, ქართულო საზოგადოებავ, აფერუმ, საქართველოს და მის საზოგადოებას.

სამარცხვინო იყო, როდესაც ადამიანმა თავის თავზე აიღო ყველანაირი პასუხისმგებლობა 2012 წელს, ახლა ყველას გადააბრალა ის პრობლემები, რაც არსებობს ქვეყანაში, საკუთარი თავის გარდა.

ქვეყანაში ეკონომიკა გაზრდილა, ამავდროულად ლამის ბიძინა ივანიშვილი ცუდად გამხდარა, იმიტომ, რომ მოსახლეობის სიღარიბე გაზრდილა. ეკონომიკა თუ იზრდება სიღარიბე რატო იზრდება, ეს აუხსნელია. დავუშვათ, ეკონომიკა გაიზარდა, აღმოჩნდა, რომ პრემიერმინისტრს და მთავრობას ამაში არავითარი წვლილი არ აქვს. მთელი ინტერვიუ იყო აბსურდები, მთელი ინტერვიუ იყო გაუგებარი ახსნა-განმარტებები.

არაფერი თქმულა აფხაზეთზე, სამაჩაბლოზე, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადაწყვეტაზე და ამ ადამიანზე უნდა იყოს თურმე დამოკიდებული საქართველოს განვითარება 2030 წლამდე.

მე მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავარი გეგმა აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ეს არის ის, რომ მას რადაც არ უნდა დაუჯდეს, შეინარჩუნოს ხელისუფლება 2030 წლამდე. საპრეზიდენტო კანდიდატებზე საუბარიც ამაზე ლაპარაკობდა. მე არ ვიცი ასეთი სამარცხვინო მოვლენა რომელიმე ქვეყანაში არსებობდა თუ არა, როდესაც მმართველ გუნდს, რომელიც ხელისუფლებაში 6 წელია არსებობს, არ ჰყავს რეალური საპრეზიდენტო კანდიდატი. ბიძინა ივანიშვილის განცხადებები, რომ თურმე თუ კანდიდატი არ იქნება მაშინ წაიღოს ოპოზიციამ საპრეზიდენტო თანამდებობა, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, კონკრეტულად გაურიგდება ერთ-ერთ სატელიტ ოპოზიციურ ძალას და ამას გააფორმებს, როგორც დემოკრატიის გამარჯვებას. არ გამოგივათ ბატონო ბიძინა.

მე ცოტა უკეთესი წარმოდგენა მაქვს საქართველოს საზოგადოებაზე, ვიდრე თქვენ და მგონია, რომ მთლად ასე განადგურებული, მიწასთან გასწორებული და თავმოყვარეობადაკარგული არ არის საქართველოს საზოგადოება“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

კომენტარები

არჩევნები ბიძინა ივანიშვილი კერძო კომპანია ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო კანდიდატი სახელმწიფო 2018-07-25
Tags არჩევნები ბიძინა ივანიშვილი კერძო კომპანია ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო კანდიდატი სახელმწიფო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბათუმში ჩადენილი ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე 3 არასრულწლოვანი პასუხისგებაში იქნა მიცემული

შემდეგი სტატია

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება

მსგავსი სტატიები

უცხოეთიდან ქართულ სასწავლებლებში გადმოსულ სტუდენტებს ზოგადი უნარების ჩაბარება მოუწევთ

სოსო ელისაშვილი 15 ოქტ 2018

კილაძე: „ბ-ნო ბიძინა, გატყუებთ ლაშა ნაცვლიშვილი!“

სოსო ელისაშვილი 26 ოქტ 2018

„თბილისობის“ ღონისძიებები დედაქალაქში ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება

სოსო ელისაშვილი 02 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

    სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

  • საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  • ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

    ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

  • ბებო

    ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

  • ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

    ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge