NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»58448 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება

58448 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება

25 ივლ 2018 ახალი ამბები, ბიზნესი, პოლიტიკა, სამართალი 1521 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2018 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 58448 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 7 პროცენტამდე შეუმცირდათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 2677 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

1 ივნისიდან 1 ივლისამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 2887-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი – 2389 მილიონიდან 2677 მილიონ ლარამდე.

58448 ხელშეკრულებიდან 18877 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 321 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალოშეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ივლისის მდგომარეობთ 16.3% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ივლისის მონაცემებით 21224 სესხია მიბმული, საშუალოდ 12.06%-ში. მთლიანი პორტფელი კი 841.1 მილიონი ლარია.

14,918 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 1303,92 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 488,2 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14.9%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 ივლისის მონაცემებით 815,7 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11.4%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ივლისის მონაცემებით 802 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 13,825 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 18.1%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 2412 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 50,8მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 ივლისის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 25.62%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნესსესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 1282,30 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 12.5%-დან 12.7%-მდე გაიზარდა.

„საზოგადოება და ბანკების” აზრით, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ინფლაციის დაბალმა მაჩვენებელმა და გაცვლითი კურსის სტაბილურობამ განაპირობა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება დადებითად აისახება საპროცენტო განაკვეთებზე და გაზრდის ლარის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, რაც მნიშვნელოვანია ბოლო დროს განხორციელებული რეგულაციების პირობებში. ვფიქრობთ რომ, დაბალი ინფლაციის და სტაბილური გაცვლითი კურსის პირობებში, მომავალ პერიოდში რეფინანსირების განაკვეთის მკვეთრ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ.

კომენტარები

ბანკები განაკვეთი ეროვნული ბანკი საპროცენტო განაკვეთი 2018-07-25
Tags ბანკები განაკვეთი ეროვნული ბანკი საპროცენტო განაკვეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბათუმის დელფინარიუმში სელაპი დაიბადა

შემდეგი სტატია

„უნდა გამოვიდეს კვირიკაშვილი სახლიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში გასრესენ“

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტრო წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალზე თავდასხმის თაობაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალზე თავდასხმის თაობაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

ნინო ჩხეიძე 21 ნოე 2020

ტრამპი ტეხასის შტატში ჩავიდა

29 აგვ 2017
თამარ ხულორდავა: ერთხმად იქნა აღიარებული, რომ საკონსტიტუციო რეფორმა ასრულებს საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიად ფორმირების პროცესს

თამარ ხულორდავა: ერთხმად იქნა აღიარებული, რომ საკონსტიტუციო რეფორმა ასრულებს საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიად ფორმირების პროცესს

სოსო ელისაშვილი 16 მარ 2018

უახლესი ამბები

  • ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

    ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

  • “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

    “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

  • უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

    უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

  • ჰაილენდ პარკის აღლუმზე სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

    ჰაილენდ პარკის აღლუმზე სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება

  • თიბისიმ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა

    თიბისიმ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა

  • ,,ჩემი აზრით პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, ამაში არაფერია სამარცხვინო, საძრახი საქციელია ტყუილი” – ოპოზიცია არასამთავრობოების პოლიტიზირების შესახებ

    ,,ჩემი აზრით პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, ამაში არაფერია სამარცხვინო, საძრახი საქციელია ტყუილი” – ოპოზიცია არასამთავრობოების პოლიტიზირების შესახებ

  • პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

    პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

  • სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია – მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

    სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია – მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

  • ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა

    ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge