NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სამედიცინო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში, სპეციალურ ადგილებში, შესაძლოა, მოწევა დასაშვები გახდეს

სამედიცინო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში, სპეციალურ ადგილებში, შესაძლოა, მოწევა დასაშვები გახდეს

25 ივლ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 261 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც სამედიცინო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში, სპეციალურად მოწყობილ ადგილებში, მოწევა ნებადართული უნდა გახდეს.

ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მსგავს ადგილებში მონიტორინგის მიხედვით, მოწევის აკრძალვა გარკვეული კონფლიქტების მიზეზი ხდება.

„ვნახეთ, რომ საუკეთესო სტანდარტი, რომლის თანახმად, ნებისმიერი საგანმანათლებლო, სამედიცინო დაწესებულების, ტერიტორიაზეც კი არ უნდა იყოს მოწევა დაშვებული, ბოლომდე ვერ ამართლებს, იმიტომ, რომ, იწვევს გარკვეულ სოციალურ დაძაბულობას. მაგალითად ზოგიერთი კლინიკის ტერიტორია საკმაოდ დიდია, როცა მოწევა აკრძალულია, რეანიმაციაში მოჰყავთ მძიმედ მყოფი ოჯახის წევრი, ნათესავი, მეგობარი, მას ბევრი გულშემატკივარი მოჰყვება ხოლმე , იქ რომ ელოდებიან სიკვდილ-სიცოცხლის საკითხის გადაწყვეტას , იმ მომენტში მიდის დაცვა და ეუბნება ადამიანს, რომ ეზოში მოწევა აკრძალულია, ეს იწვევს დაძაბულობას. ბევრი კონფლიქტი წარმოიშვა.
ამიტომაც, კომიტეტმა მხარი დაუჭირა იმას, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების შესასვლელებიდან მოშორებით, ეზოებში, სპეციალურ ადგილებში დაიშვას მოწევა.
კომიტეტმა ამას მხარი დაუჭირა, სექტემებრში ინიცირებას გავაკეთებთ. იმედია, პარლამენტს დავარწმუნებთ და მხარს დაგვიჭერს“- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

აკაკი ზოიძემ ასევე სპექტაკლებში სიგარეტის გამოყენებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში რეჟისორის დასაბუთებაა საჭირო.

“რეჟისორმა უნდა დაასაბუთოს, რომ ეს აუცილებელია მხატვრული ჩანაფიქრისთვის”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, 1-ელი მაისიდან დახურულ სივრცეში თამბაქოსა და ელექტროსიგარეტის მოწევა აიკრძალა. შესაბამისი ცვლილება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შევიდა.

კომენტარები

აკაკი ზოიძე მოწევა სიგარეტი 2018-07-25
Tags აკაკი ზოიძე მოწევა სიგარეტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„კულტურული მეხსიერება, რომელიც თაობიდან თაობას უნდა გადაეცეს“, – რუსეთის ფილმსაცავში დაცული ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება

შემდეგი სტატია

შსს-მ მესტიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

მსგავსი სტატიები

„საქართველო, შენ გადაწყვიტე, ვინ კაცია და ვინ არაკაცი“

„საქართველო, შენ გადაწყვიტე, ვინ კაცია და ვინ არაკაცი“

სოსო ელისაშვილი 15 ოქტ 2018

„პირველი არხი“: გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს

04 აპრ 2018
შსს-მ პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით 11 პირი ამხილა

შსს-მ პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით 11 პირი ამხილა

19 მაი 2018

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

    მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

  • განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

    განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

  • დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

    დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

  • კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

    კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

  • ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

    ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

  • ევროპული საქართველოს ლიდერები მმართველ გუნდს ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ

    ევროპული საქართველოს ლიდერები მმართველ გუნდს ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ

  • მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

    მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

  • ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

    ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

  • არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

    არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

  • ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

    ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge