NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქართველოს პარლამენტის აპარატსა და ისრაელის ქნესეთის აპარატს შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება

საქართველოს პარლამენტის აპარატსა და ისრაელის ქნესეთის აპარატს შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება

24 ივლ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 617 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ ისრაელის ქნესეთის გენერალურ მდივანს, მელერ ჰოროვითს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პარლამენტის შენობის ადაპტირების საკითხებსა და „მწვანე პარლამენტის” პროექტს. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს საინტერესო გამოცდილება აქვს.

„ეს ვიზიტი შესაძლებლობას მისცემს ისრაელის ქნესეთის აპარატის ხელმძღვანელს გაეცნოს საქართველოს პარლამენტის აპარატის საქმიანობას. იმ მიღწევებს, რომელიც საქართველოს პარლამენტში არსებობს, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე სხვადასხვა მიმართულებით გატარებული რეფორმების სახით. სტუმარი განსაკუთრებით  ღია მმართველობის პარტნიორობის პროგრამაში (OGP) საქართველოს პარლამენტის მონაწილეობით და მიღწეული შედეგებით დაინტერესდა. შეხვედრაზე ინფორმაციის ორმხრივად გაზიარებისას, ყურადღება გამახვილდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პარლამენტის შენობის ხელმისაწვდომობის საკითხზე, რაც ისრაელში მაღალ დონეზეა განვითარებული და რაც აქტუალურია საქართველოს პარლამენტისთვის, რადგან შშმ პირთათვის პარლამენტის თბილისის სასახლის ინფრასტრუქტურის ადაპტირების სამუშაოები დაწყებულია და პროცესის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება”, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მისივე განცხადებით, ისრაელის ქნესეთის გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე, საუბარი „მწვანე პარლამენტის” პროექტის კონცეფციასაც შეეხო, რომელიც ისრაელის პარლამენტში  უკვე წლებია ფუნქციონირებს და რომლის მიზანსაც ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა, ნაკლები ელექროენერგიის დანახარჯი, ქაღალდის გამოყენების შემცირება და სხვა საკითხები წარმოადგენს.

„შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ისრაელში, წლის ბოლომდე ჩემი საპასუხო ვიზიტი განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერება პარტნიორობის შეთანხმებას საქართველოს პარლამენტის აპარატსა და ისრაელის ქნესეთის აპარატს შორის. ეს ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას ყველა დონეზე – თანამშრომლების გაცვლით პროგრამებში ჩართულობას  და ერთმანეთის მხარდაჭერას საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა აქტივობების განხორციელებისას”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

პარლამენტის აპარატის უფროსმა, მელერ ჰოროვითს საქართველოს პარლამენტის აპარატსა და ქნესეთის აპარატს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლების ჩართულობის ინიციატივით მიმართა, რასაც ქნესეთის გენერალური მდივანი მიესალმა და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გივი მიქანაძე და მელერ ჰოროვითსი აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობასთან ოფიციალურ შეხვედრებს გამართავენ.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის და ისრაელის ქნესეთის გენერალური მდივნის შეხვედრას, პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილეები შოთა გოშაძე და დავით გელაშვილი, ასევე პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დაესწრნენ.

 

 

კომენტარები

საქართველოს ბანკი 2018-07-24
Tags საქართველოს ბანკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ელექტრომომარაგება 25 ივნისს დროებით შეიზღუდება

შემდეგი სტატია

საქართველოს მთავარი პროკურორი კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” გამართულ საზოგადოებრივ ფორუმს დაესწრო

მსგავსი სტატიები

920 Solution – გააფართოვეთ თქვენი კომპანიის IT შესაძლებლობები

920 Solution – გააფართოვეთ თქვენი კომპანიის IT შესაძლებლობები

13 ივლ 2018

გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების დროს დაშავებულები დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

16 ოქტ 2017
ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ ჟურნალისტებს, მაგრამ მე პირად და საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ

ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ ჟურნალისტებს, მაგრამ მე პირად და საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ

ირაკლი შალიკაშვილი 07 ივლ 2021

უახლესი ამბები

  • უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

    უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

  • აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

    ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge