NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს მნიშვნელოვან სერვისებს სთავაზობს

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს მნიშვნელოვან სერვისებს სთავაზობს

24 ივლ 2018 ახალი ამბები, ბიზნესი 356 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ბანკმა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, დანერგა სრულიად ახალი სერვისი – ბიზნესბანკირის მომსახურება. ბიზნესბანკირი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის არის პირდაპირი საკონტაქტო პირი, რომლის  მთავარი ამოცანაა,  ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მათ მიერ დასახული მიზნების განხორციელებაში.

საქართველოს ბანკმა შეიმუშავა სპეციალური პროგრამები, რომლის ფარგლებშიც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს სთავაზობს. კერძოდ: ქვეყანაში ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკმა მომხმარებლისთვის სასტუმრო ბიზნესის განვითარებისთვის შეთავაზების სპეციალური პაკეტი შეიმუშავა, რაც გულისხმობს: დაფინანსების მიღებას 15 წლის ვადით, სექტორის წარმომადგენლებზე მორგებულ დაფარვის გრაფიკსა და მოქნილ საოპერაციო პროდუქტებს: კონვერტაციის სპეციალურ კურსს, სასტუმროს თანამშრომლებისთვის სახელფასო პროექტსა და სწრაფი გადახდის ტერმინალზე ანგარიშსწორებას, როგორც VISA და MasterCard ბარათებით, ასევე ექსკლუზიურად American Express ბარათით ანგარიშსწორებას.

მათთვის, ვისაც სურს ახლა დაიწყოს სასტუმრო ბიზნესი, საქართველოს ბანკი აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლოს შემდეგი სიახლეებით:

  • სასტუმროს პროექტიდან გამომდინარე ბანკმა შესაძლებელია დამატებითი ფინანსური რესურსების წარმოდგენის გარეშე სრულად დააფინანსოს პროექტი;
  • დაფინანსების გაცემა შესაძლებელია ასევე სახელმწიფო პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში;
  • სესხის დაფარვის წყაროდ გათვალისწინებული იქნება – სასტუმროს სამომავლო შემოსავლები;
  • სესხის უზრუნველყოფად ჩაითვლება მხოლოდ დასაფინანსებელი პროექტის არსებული და სამომავლო უძრავ/მოძრავი ქონება.

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს განვითარებისთვის სრულიად ახალ საკრედიტო პროდუქტებს სთავაზობს სამშენებლო სექტორშიც.  მათ შორის:

  • შედარებით მოკლევადიანი სესხი მშენებლობის დაფინანსებისთვის;
  • დეველოპერის მიერ დაქირავებული სამშენებლო ან სერვისის გამწევი კომპანიის არსებობის შემთხვევაში ამ კონტრაქტორის სესხით დაფინანსება;
  • დეველოპერებისთვის ბინების რეალიზაციაში მხარდაჭერა;
  • დამატებითი შეღავათები საოპერაციო ტარიფებზე.

„საქართველოს ბანკისთვის  მნიშვნელოვანია, აქტიურად შეუწყოს ხელი მცირე და საშუალო ბიზნესს, როგორც დაფინანსების, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით. ამის დასტურია ბიზნესბანკირის მომსახურების დანერგვა, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებული პირობების და პროდუქტების შეთავაზება.  რადგან ვფიქრობთ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი, საქართველოს ეკონომიკის ზრდისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვენლოვანი სექტორია“, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, რამაზ კუკულაძემ.

[R]

კომენტარები

საქართველოს ბანკი 2018-07-24
Tags საქართველოს ბანკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი კობახიძე: „ჩვენ ჯერ გვჭირდება პარტიის შიგნით კონსულტაციების გავლა და ამის საფუძველზე ვიტყვით კონკრეტულად, თუ როგორ წარსდგება საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნება”

შემდეგი სტატია

ლაოსში კაშხალი დაინგრა, ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება

მსგავსი სტატიები

NDI: გამოკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

NDI: გამოკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

16 იან 2018
ქეით უინსლეტმა და ელისონ ჯეინმა სცენაზე ერთმანეთს აკოცეს

ქეით უინსლეტმა და ელისონ ჯეინმა სცენაზე ერთმანეთს აკოცეს

06 ნოე 2017
ქარელში ახალწვეული მოკლეს

ქარელში ახალწვეული მოკლეს

20 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

    ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

  • პარლამენტთან 11 კარავია გაშლილი

    პარლამენტთან 11 კარავია გაშლილი

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

    ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

  • აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

    აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

  • ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს

    ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს

  • ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები საქართველოში იშლება

    ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები საქართველოში იშლება

  • აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია

    აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია

  • “უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

    “უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

  • ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

    ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge