სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ბოლოწლებში გარემოსთან დაკავშირებული პოლიტიკა იყოუკიდურესად არაეფექტური, მე ვიტყოდი – დანაშაულებრივიცკი. ამ ყველაფერს სასწრაფოდ სჭირდება გამოსწორება დაპრინციპული ნაბიჯების გადადგმა. აქედან გამომდინარე,სწორედ, მწვანე ეკონომიკა იქნება ჩვენთვის ძალიანმნიშვნელოვანი მიმართულება და ამ მწვანე ეკონომიკაში,ბუნებრივია, თბილისს აქვს თავისი უნიკალური როლი, – ამისშესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემთბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზეგანაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თბილისის სატრანსპორტოპოლიტიკას აქვს ძალიან პრინციპული მნიშვნელობა იმისათვის,რომ ზოგადად, ქვეყნის მწვანე ეკონომიკის სტრატეგიაწარმატებული იყოს. მისივე განცხადებით, ქვეყანას აქვსუნიკალური პოტენციალი ამ ძალიან მნიშვნელოვანმიმართულებაში – გახდეს ერთ-ერთი მოწინავე.
„ჩვენ ეკონომიკურ პროგრამაში გავაჟღერეთ, რომ საქართველოსაქვს ორი მთავარი და ყველაზე ფასეული რესურსი: პირველი ესგახლავთ ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები და მეორე – ჩვენიულამაზესი ბუნება. შესაბამისად, მწვანე ეკონომიკა ჩვენთვისარის აბსოლუტური პრიორიტეტი. ეს არის პრიორიტეტი,რომელიც საშუალებას მოგვცემს ახალ ხარისხობრივ დონეზეავიყვანოთ ეკონომიკა და ზოგადად, ჩვენი მოქალაქეებისცხოვრების დონე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულიდა მე ვიტყოდი, ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციისპოტენციალის მქონე მიმართულება, რომელსაც ძალიან დიდიპერსპექტივა აქვს. ევროპული ქვეყნების უმრავლესობა, სწორედ,ამ გზას დაადგა – მწვანე ეკონომიკის მშენებლობის გზას,”- აღნიშნამამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რამდენიმე დღეში იგიგამართავს პრეზენტაციას ქვეყნის მწვანე ეკონომიკისგანვითარების სტრატეგიის შესახებ, სადაც ყველა კომპონენტზეისაუბრებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ სტრატეგიაშითბილისს უნიკალური როლი აქვს.
„სამწუხაროდ, თბილისმა და თბილისელებმა ყველაზემტკივნეულად მიიღეს ბოლო წლებში ის შედეგები, რაც მოჰყვაარასწორ და მე ვიტყოდი, ხშირ შემთხვევაში დანაშაულებრივპოლიტიკას გარემოს მიმართ. ეს ყოვლად მიუღებელია. აქედანგამომდინარე, როდესაც ჩვენ ახალ პოლიტიკაზე და ახალსტრატეგიაზე ვმუშაობდით გვქონდა ორი ამოცანა: პირველი -თუ როგორ აღმოვფხვრათ ის ძალიან მძიმე შედეგები, რომელიცდღეს გვაქვს ამ კუთხით თბილისში, რეალობას თვალი უნდაგავუსწოროთ და საქართველოში; და მეორე – როგორგადავიყვანოთ ეს მიმართულება განვითარების ახალრელსებზე,”- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, გადაწყდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანიფინანსური რესურსი მიემართება ქვეყნის ცენტრალურიბიუჯეტიდან თბილისში, იმისათვის, რომ უახლოესი თვეებისგანმავლობაში პრინციპულად შეიცვალოს ის ეკოსისტემა, რაცუკავშირდება სატრანსპორტო სისტემას და არის ძალიანარაეფექტური.
„ვიცი თითოეული თქვენგანის დამოკიდებულება, თუ რასფიქრობთ, რამდენჯერაც ყვითელი ავტობუსი გაივლის. დამერწმუნეთ, მეც იმავეს ვფიქრობ. ამის აღმოფხვრა ერთ და ორკვირაში იყო შეუძლებელი, თუმცა ის გრაფიკი, რომელსაც დღესმერია წარმოგვიდგენს, დამერწმუნეთ, არის ძალიან ამბიციური.განვითარებული ქვეყნების დედაქალაქებსაც კი უჭირთ ისეთმოკლე დროში ჩაანაცვლონ თავიანთი სატრანსპორტოსაშუალებები, როგორც ამას თბილისის მერია გააკეთებს,ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით,”- აღნიშნა პრემიერმა.
მამუკა ბახტაძემ დედაქალაქის მერს და თბილისის მერიისთანამშრომლებს ახალი სატრანსპორტო პოლიტიკისშემუშავების მიზნით გაწეული სამუშაოსთვის მადლობაგადაუხადა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
„უახლოეს პერიოდში თბილისის სატრანსპორტო სისტემა იქნებახარისხობრივად განსხვავებული, მართლაც რომ – ევროპული,”-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვითგამოსვლისას.
თავის მხრივ, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ დაანონსებული პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა ცენტრალური ხელისუფლების დახმარების გარეშე, რისთვისაც მან მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა. კახა კალაძის თქმით, მამუკა ბახტაძე ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროიდან უცხადებდა დედაქალაქის მთავრობას მაქსიმალურ თანადგომას დაანონსებული პროექტების განხორციელებისა და რეფორმების გასატარებლად.
კომენტარები