იყო შემთხვევები, რომ ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებსა და ბიზნესის ინტერესებს შორის და არღვევდა ამას კვირიკაშვილი თავის ქმედებებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„ბიზნესის ლობირება აუცილებელია ყველა ჩინოვნიკისგან, მე პირადად მოწოდებული ვარ არა როგორც ჩინოვნიკი, არამედ როგორც მოქალაქე და იგივეს მოვუწოდებდი ყველას, რომ მაქსიმალური დახმარება და ლობირება უნდა გავუწიოთ შიგნითაც და განსაკუთრებით გარეთ, ექსოპრტზე ჩვენს ბიზნესს, მაგრამ პრემიერს და არც მინისტრს არ უნდა დაავიწყდეს ის ვალდებულებები, რაც მას აქვს კანონით განსაზღვრული – სახელმწიფო ინტერესების დაცვა, ეს ბალანსი არ უნდა დაირღვეს“,-განაცხადა ივანიშვილმა.
კომენტარები