NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თბილისის ყოფილი პროკურორი: სუბელიანმა მითხრა, რომ იყო დაბნეული და მერჩია რა გაეკეთებინა

თბილისის ყოფილი პროკურორი: სუბელიანმა მითხრა, რომ იყო დაბნეული და მერჩია რა გაეკეთებინა

23 ივლ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 839 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის ყოფილმა პროკურორმა, მიხეილ შაყულაშვილმა  საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ მირზა სუბელიანი მასთან კაბინეტში პირადად მივიდა და რჩევა ჰკითხა, თუ როგორ მოქცეულიყო.

„ურთიერთობა მქონდა გამარჯობა-გაგიმარჯოს დონეზე. რაც შეეხება 1-ელი დეკემბრის შემდგომ ურთიერთობას, როცა ამ ფაქტის შესახებ გავიგე, დაახლოებით 16:15 საათზე ჩემს ტელეფონზე შემოვიდა ზარი და აღმოჩნდა, რომ მირზა სუბელიანი მირეკავდა. აპლიკაციით მირეკავდა. მითხრა, რომ მირზა იყო და ვუთხარი, რომ არ მეცალა, რადგან 51-ე სკოლაზე ვიყავი გადართული. მან კი საპასუხოდ მითხრა, რომ ზუსტად ამ საკითხზე უნდოდა შეხვედრა. ვიგრძენი, რომ ინფორმაცია ჰქონდა და დავიბარე, რომ სასწრაფოდ მოსულიყო ჩემთან. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ მოვიდა ჩემს კაბინეტში სუბელიანი, გაფითრებული და დაბნეული იყო. დავსვი მაგიდასთან და ვკითხე, რა მოხდა. სუბელიანი კი მპასუხობს, რომ 51-ე სკოლასთან მომხდარი უბედურება მისი შვილის და შვილის მეგობრის ჩაგვრის გამო მოხდა. მეუბნება, რომ მისმა შვილმა ჩაგვრის შემდეგ დაურეკა დეიდაშვილს, რომელმაც თავის მხრივ წამოიყვანა მეგობრები, რომლებიც შეიკრიბნენ სადღაც გვერდზე ქუჩაზე და მოხდა უბედურება. ეს იყო ზოგადი მონახაზი. სუბელიანმა მითხრა, რომ იყო დაბნეული და მერჩია რა გაეკეთებინა. ამის შემდეგ პირდაპირ ვეკითხები – მირზა, შენი შვილი არის მკვლელობაში გარეული თუ არა? ვის ეჭირა დანა? მან კი მიპასუხა, რომ მე შვილი ასე არ გამიზრდია, რომ მკვლელობაში იყოს გარეულიო, ხოლო ვინ იხმარა დანა მე არ ვიციო. ვხდები, რომ აღარ აქვს კითხვების დასმას აზრი და ვუთხარი – მირზა, გარდაცვლილია ჩემი შვილის მეგობარი, ჩათვალე, რომ ჩემი შვილია გარდაცვლილი მეთქი, ახლავე ჯდები მანქანაში და ისვამ შენს შვილს, მიდიხარ პოლიციაში და აძლევ სრულ ჩვენებას. ავიღე ყურმილი და 16:45 საათზე მთავარ პროკურორს შევატყობინე მირზა სუბელიანის ვიზიტის შესახებ და მოვუყევი სუბელიანის მონაყოლის შინაარსი. ასევე კურატორ მოადგილეს მოვუყევი ყველაფერი და ვუთხარი, რომ სუბელიანი პოლიციაში გავგზავნე. დავურეკე ასევე ჩემს მოადგილეს, გიორგი გაბოძეს, რომ გაეკონტროლებინა, რომ ამ ბავშვისგან სრულყოფილი ინფორმაცია ამოგვეღო. ამის შემდეგ დავურეკე ქალაქის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილეს და ვუთხარი, რომ მივიდოდა მირზა სუბელიანი, ავუხსენი სიტუაცია და ვუთხარი, რომ დაკითხვა გაეკონტროლებინა. ამის შემდეგ სუბელიანთან კონტაქტი აღარ მქონია. მხოლოდ აღდგომის დღესასწაული მივულოცე“, – აღნიშნა  შაყულაშვილმა.

კომენტარები

მირზა სუბელიანი მიხეილ შაყულაშვილი საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა 2018-07-23
Tags მირზა სუბელიანი მიხეილ შაყულაშვილი საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სოფიო ქაცარავა: ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა – ასოცირების შეთანხმების ეფექტური და წარმატებული იმპლემენტაციაა

შემდეგი სტატია

ჰაკერებმა რუსულ ბანკს მილიონ აშშ დოლარამდე მოპარეს

მსგავსი სტატიები

რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

02 დეკ 2018
„ცრუ ჩვენება მაქვს მიცემული ბაჩო ახალაიას, დავით საყვარელიძის, ოლეგ ფაცაციასა და მეგის ქარდავას წინააღმდეგ“

„ცრუ ჩვენება მაქვს მიცემული ბაჩო ახალაიას, დავით საყვარელიძის, ოლეგ ფაცაციასა და მეგის ქარდავას წინააღმდეგ“

სოსო ელისაშვილი 12 მარ 2018

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის თქმით ტრამპი სიტყვის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის

30 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • “გააზიარეთ ძალიან გთხოვთ. უნდა გადარჩეს ირაკლი გელაშვილი!”

    “გააზიარეთ ძალიან გთხოვთ. უნდა გადარჩეს ირაკლი გელაშვილი!”

  • საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „ატლანტ გრუპმა“ სომხეთში მრავალფუნქციური  კომპლექსის მშენებლობა წარმატებით დაასრულა

    საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „ატლანტ გრუპმა“ სომხეთში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა წარმატებით დაასრულა

  • მაია ბუწაშვილი: ზაფხულის ცხელ დღეებში, როგორიც ახლაა, არსებობს სხეულის გადახურების რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში

    მაია ბუწაშვილი: ზაფხულის ცხელ დღეებში, როგორიც ახლაა, არსებობს სხეულის გადახურების რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში

  • საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა

    საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა

  • ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინას აქვს შანსი, ხერსონი ორ თვეში გაათავისუფლოს

    ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინას აქვს შანსი, ხერსონი ორ თვეში გაათავისუფლოს

  • ედგარს რინკევიჩსი: რუსებისთვის ევროპაში მოგზაურობა არ არის მემკვიდრეობითი და ღვთაებრივი უფლება

    ედგარს რინკევიჩსი: რუსებისთვის ევროპაში მოგზაურობა არ არის მემკვიდრეობითი და ღვთაებრივი უფლება

  • ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

    ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

  • დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

    დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

  • მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

    მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

  • მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

    მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge