ეთიოპიაში დააკავეს პირი, რომელიც ახლობლებს მიცვალებულის გაცოცხლებას დაპირდა. გატაიკალ აიუელე საკუთარ თავს წინასწარმეტყველს უწოდებდა. ის ავარიისას დაღუპული ადამიანის გაცოცხლებას აპირებდა.
BBC-ის ინფორმაციით, აიუელე გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, საფლავის ამოთხრა დაავალა, კუბო გახსნა, ცხედარს ზედ დააწვა და წამოდგომა რამდენჯერმე უბრძანა, თუმცა უშედეგოდ.
ამის შემდეგ ე.წ. წინასწარმეტყველი საფლავიდან ამოვიდა, განაცხადა „რომ არაფერი გამოდიოდა“ და გაქცევას შეეცადა. ის გარდაცვლილის ნათესავებმა სცემეს, შემდეგ კი პოლიციამ დააკავა.
მიცვალებულის გაცოცხლების მცდელობის ამსახველი ვიდეო სოციალური ქსელებით გავრცელდა.
კომენტარები