პარტია „ევროპულმა საქართველომ” 2018 საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა. პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატი ქუთაისში, სპორტის სასახლეში წარადგინა.
დავით ბაქრაძემ პარტიის წევრბს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღისთვის ყველა ერთად უნდა დადგეს.
„მადლობა იმედისთვის, რწმენისთვის. მადლობა იმისთვის, რომ ყველა ერთად ვდგავართ საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღისთვის ბრძოლაში, ძალიან რთულ ბრძოლაში, მაგრამ არ დავღლილვართ და არ დავიღლებით, რათა ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს უკეთესი ხვალინდელი დღე. მადლობა იმისთვის, რომ დღეს აქ, თქვენს თვალებში ვხედავ იმას, რაც ასე აკლია დღეს საქართველოს და რისი დაბრუნებაც იქნება ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა. თქვენს თვალებში ვხედავ იმედს იმისას, რომ საქართველოს შეუძლია იყოს უკეთესი და რწმენას, რომ საქართველოს შეუძლია ბრძოლა. ეს უნდა დავაბრუნოთ მთელ საქართველოში, ყველამ გაიგოს, რომ ბრძოლას აქვს აზრი. თუ ჩვენ ვიბრძოლებთ, თუ ჩვენ ერთად ვიდგებით, საქართველო წავა წინ და იქნება უკეთესი”, – განაცხადა ბაქრაძემ.
კომენტარები