საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მან თავად მიმართა პრემიერს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით.
„ძალიან ბევრი სასაცილო ინტერპრეტაცია მოვისმინე. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მე მივმართე პრემიერს თხოვნით, გავეთავისუფლებინე დაკავებული თანამდებობიდან და არავის თხოვნა და მოთხოვნა არ ყოფილა, ჩემი თხოვნა იყო პრემიერისადმი, რომ გამათავისუფლოს და მე ამაში ვერაფერ საოცარს ვერ ვხედავ.
მივიღე ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ დაახლოებით 22 წელია ვმუშაობ საჯარო სამსახურში, ვფიქრობ, რომ დროა, ჩემი ცხოვრების ნაწილი ჩემ მცირეწლოვან შვილებსაც დავუთმო“,-განაცხადა ღებრიშვილმა.
კომენტარები