NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ღვინის ეროვნული სააგენტო „როსპოდრებნადზორს“ პასუხობს

ღვინის ეროვნული სააგენტო „როსპოდრებნადზორს“ პასუხობს

20 ივლ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 742 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ღვინის ეროვნული სააგენტო „როსპოდრებნადზორის“ მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. როგორც ცნობილია, „როსპოდრებნადზორმა“ განაცხადა, რომ საქართველოში ღვინის ხარისხის შემოწმების სისტემური ხარვეზი არსებობს და ამის გამო, გაამკაცრებენ კონტროლს ქართულ ღვინოზე

„ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქართული ღვინის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა და მისი კონტროლია.

2017 წელს, „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში“ შესული ცვლილებებით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარა ყველა კატეგორიის საექსპორტო ღვინო. 2017 წლის პირველ იანვრამდე  სავალდებულო დეგუსტაციას მხოლოდ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები ექვემდებარებოდა. აღნიშნული ცვლილების ინიციატივა კერძო სექტორის მხრიდან მოდიოდა და მიზანი, სწორედ ღვინის ხარისხის გაუმჯობესება იყო.

საექსპორტოდ განკუთვნილი ყველა კატეგორიის ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმების მიზნით, ღვინის ეროვნულ სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიამ მიმდინარე წლის 6 თვეში დეგუსტაციაზე შემოსული 4813 ნიმუშიდან  93 შეაჩერა. 2017 წელს 3440 ნიმუშიდან  უარყოფითად 299 შეფასდა.

საკანომდებლო ცვლილებებით ასევე მოხდა საქართველოდან ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტის აკრძალვა, რათა არ მოხდეს ქვეყნის გარეთ ქართული ღვინის ფალსიფიკაცია.

ამასთან ერთად, სააგენტოს მიერ ღვინის მწარმოებელ კომპანიებში განხორციელებული სახელმწიფო და საინსპექციო კონტროლის შედეგად, წელს 6 თვეში აღებული 123 ნიმუშიდან 15 ნიმუში არ შეესაბამებოდა  აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ ლოტზე  გაცემულ ფიზიკო-ქიმიურ მახასიათებლებს, რის საფუძველზეც  კონკრეტულ  ღვინოების ექსპორტზე  უარი ეთქვათ. 2017 წელს საექსპორტო პარტიებიდან   აღებული და შემოწმებული 469  ნიმუშიდან  ექსპორტირებაზე  უარი 27 ნიმუშს განეცხადა.

დღეისათვის, 50-ზე მეტ ქვეყანას შორის, რუსეთი კვლავ რჩება ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზრად. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 24 მლნ ბოთლი ღვინო, ზრდამ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 24% შეადგინა.

ღვინის ეროვნული სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ხარისხზე ზრუნვა არის მუდმივი პროცესი და მზად არის გააგრძელოს ამ მიმართულებით მუშაობა როგორც კერძო სექტორთან, ისე შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან, რათა ათეულ მილიონობით წარმოებული ბოთლიდან აბსოლუტური უმრავლესობა აკმაყოფილებდეს შესაბამის სტანდარტებსა და მოთხოვნებს“, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

როსპოტრებნადზორი რუსეთი ქართული ღვინო ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის ექსპორტი 2018-07-20
Tags როსპოტრებნადზორი რუსეთი ქართული ღვინო ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის ექსპორტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ადვოკატი: დ.ღ.-მ გამოძიების ყველა კითხვას გასცა ობიექტური და სრულყოფილი პასუხი

შემდეგი სტატია

„ლაპარაკია იმ რაღაცა ფაციფუცზე, რომელიც შემოგვთავაზა ჩვენმა ერთმა კოლეგამ“

მსგავსი სტატიები

სუს-ის ანგარიშს პარლამენტს გრიგოლ ლილუაშვილი წარუდგენს

სუს-ის ანგარიშს პარლამენტს გრიგოლ ლილუაშვილი წარუდგენს

10 აპრ 2018
აშშ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

აშშ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

30 ნოე 2018
ნიკა მელია უარს ამნისტიაზე კი არ ამბობს, დეპოლარიზაციაზე, ფურცლის გადაშლაზე, წინ გახედვაზე ამბობს, ის არათუ კანონს, იმ შეთანხმებასაც ეწინააღმდეგება, რაზეც ხელი მოაწერეს

ნიკა მელია უარს ამნისტიაზე კი არ ამბობს, დეპოლარიზაციაზე, ფურცლის გადაშლაზე, წინ გახედვაზე ამბობს, ის არათუ კანონს, იმ შეთანხმებასაც ეწინააღმდეგება, რაზეც ხელი მოაწერეს

ირაკლი შალიკაშვილი 09 სექ 2021

უახლესი ამბები

  • ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

    ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

  • აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

    აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

  • “თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

    “თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

  • ხატია დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან განცალკევება წამოუდგენელია

    ხატია დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან განცალკევება წამოუდგენელია

  • ანრი ოხანაშვილი: თეორიულად შესაძლებელია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე ოდესღაც ვიმსჯელოთ, მაგრამ დღეს ეს საკითხი არ განიხილება

    ანრი ოხანაშვილი: თეორიულად შესაძლებელია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე ოდესღაც ვიმსჯელოთ, მაგრამ დღეს ეს საკითხი არ განიხილება

  • დავით უსუფაშვილი: კანონი აღარ მოსწონთ?- გაანადგურებენ, პრეზიდენტი აღარ მოწონთ? – ჩადებენ მიწაში, ევროკავშირი აღარ მოწონთ? – საქართველოში ომის გამჩაღებლობას დააბრალებენ

    დავით უსუფაშვილი: კანონი აღარ მოსწონთ?- გაანადგურებენ, პრეზიდენტი აღარ მოწონთ? – ჩადებენ მიწაში, ევროკავშირი აღარ მოწონთ? – საქართველოში ომის გამჩაღებლობას დააბრალებენ

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ სომხეთში ხიდის  მშენებლობა დაასრულა

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ სომხეთში ხიდის მშენებლობა დაასრულა

  • 500 Global- ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

    500 Global- ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

  • თიბისიმ და FMO-მ 300 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო  ხელშეკრულება გააფორმეს

    თიბისიმ და FMO-მ 300 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს

  • ნენსი პელოსი: კანონზე მაღლა ყოფილი პრეზიდენტიც კი არ დგას

    ნენსი პელოსი: კანონზე მაღლა ყოფილი პრეზიდენტიც კი არ დგას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge