NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ადვოკატი: დ.ღ.-მ გამოძიების ყველა კითხვას გასცა ობიექტური და სრულყოფილი პასუხი

ადვოკატი: დ.ღ.-მ გამოძიების ყველა კითხვას გასცა ობიექტური და სრულყოფილი პასუხი

20 ივლ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 170 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანის, დ.ღ.-ს ადვოკატის გოჩა კვარაცხელიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებას გასცა ობიექტური და სრულყოფილი პასუხები და გამოძიებას დ.ღ.-ს მიმართ კითხვები აღარ აქვს.

„რა კითხვებიც ჰქონდა გამოძიებას, მან ყველა კითხვას გასცა ობიექტური და სრულყოფილი პასუხი, გამოძიებას მის მიმართ არანაირი კითხვები არ დარჩენია. დღეს თუ რამეს დააზუსტებენ და რამე კითხვები ექნება, ვერ გეტყვით. არანაირი ზეწოლის ფაქტი ჩემთვის ცნობილი არ არის და ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. თუ იქნება ბრალის წარდგინება, დეტალებზე ამის შემდეგ ვისაუბრებთ“,-განაცხადა კვარაცხელიამ.

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ მოზარდს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.  დ.ღ.-ს გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემას ედავება. არასრულწლოვანი სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს. ის ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული.

ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

 

კომენტარები

ბრალის წარდგენა გამოძიება გოჩა კვარაცხელია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა 2018-07-20
Tags ბრალის წარდგენა გამოძიება გოჩა კვარაცხელია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თარხან ბათირაშვილის ცოლი და ორი შვილი სტამბოლში დააკავეს

შემდეგი სტატია

ღვინის ეროვნული სააგენტო „როსპოდრებნადზორს“ პასუხობს

მსგავსი სტატიები

სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

13 თებ 2019
აფეთქება დიდ დიღომში – დაკავებულების ადვოკატები პატიმრობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

აფეთქება დიდ დიღომში – დაკავებულების ადვოკატები პატიმრობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

21 იან 2019
აგვისტოს ომის გმირს ვახტანგ გზირიშვილს ხვალ თბილისში დაკრძალავენ

აგვისტოს ომის გმირს ვახტანგ გზირიშვილს ხვალ თბილისში დაკრძალავენ

01 ნოე 2017

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

    მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

  • განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

    განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

  • დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

    დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

  • კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

    კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

  • ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

    ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

  • ევროპული საქართველოს ლიდერები მმართველ გუნდს ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ

    ევროპული საქართველოს ლიდერები მმართველ გუნდს ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ

  • მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

    მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

  • ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

    ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

  • არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

    არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

  • ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

    ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge