NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ხომ არ ვთქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე და რუსეთის ხომ არ მივიღო? “

„ხომ არ ვთქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე და რუსეთის ხომ არ მივიღო? “

19 ივლ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, საზოგადოება 907 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ხომ არ ვთქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე და რუსეთის ხომ არ მივიღო? საქართველოს მაინც არ ვახსოვარ, თან არც სცოდნიათ ვისი სახელით გამოვდივარ, – ამის შესახებ ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე „ფეისბუქში“ წერს. 

„რომ გაიგეს დიდ რუსეთში დიდი მაფიოზები დაიჭირესო, მთელი დელეგაცია იყო მოსული კორესპოდენტები და რა ვიცი ვინ აღარ. ის თბილისელი სომეხი ვერ შევამჩნიე. ქართველები და სომხები ჩამოგვანან ერთმანეთს. მე რუსის პონტში ვარ ჰაჰაჰა. რავარი მაგარი “პადერჟკა” ცოდნიათ რუსებს, ჩვენ რომ ვიძახით ქართველები გასაჭირში ვუდგევართ ერთმანეთსო თუ არა ლხინში ყველა კი დადგება ბიძიაო ჰაჰააჰა, ლექსიც როგორი შინაარსიანი დამიწერა რუსმა, სვანური ქუდი ეხურა თავზე და ესე დამამახსოვრა თავი.

ხომ არ ვთქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე და რუსეთის ხომ არ მივიღო? საქართველოს მაინც არ ვახსოვარ, თან არც ცოდნიათ ვისი სახელით გამოვდივარ. აგერ რუსეთი ჩამოვიდა სანახავად, მართლა ჩვენი მოქალაქე ხომ არააო, სამწუხაროდ არ ვიყავი თორე რაღაცას იღონებდნენ. თუ ამერიკა დამადეპორტებს, ეს ასეც მოხდება, რუსეთში გავაგრძელებ კარიერას, მაქვს უკვე შემოთავაზებები. მაგრამ მე ჯერ მაქსიმუმს შევეცდები რომ ამერიკაში დავრჩე. და თუ არაფერი გამოვა მე მეტი საქართველოს დროშის ხელში დამკავებელი არა ვარ.

მერე რა მოხდა კაცო, მე კი არა როი ჯონსმა ამერიკის მოქალაქეობაზე თქვა უარი და რუსეთის მიიღო და მე რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ვიტყვი რა გასაკვირია. დანაშაული ისაა კაცი რომ ჩაიდენს დანაშაულს ან რომ ჩადის და დააკავებ. და თვითონ რომ თავაზობ დანაშაულის ჩადენას და რამოდენიმეჯერ უარით გაისტუმრებ, მერე მოხდება ერთადერთი შემთხვევა (ისიც თავდაცვის მიზნით) , ჩაგიწერენ და დაელოდებიან იმ მომენტს როდესაც მწვერვალზე ახვალ და ფეხით ჩამოგათრევენ, აი ეს არის დანაშაული, ეს არის გეგმის განხორციელება.

მთელი 3 წლის განმავლობაში ერთადერთი შემთხვევა, როცა სპეციალური აგენტები მამუშავებდნენ გვერდიდან, შიგნიდან, ზევიდან და მაინც ვერაფერი ჩამადენინეს, გარდა უმნიშვნელო მიზეზისა. 2016 წლის 10 სექტემბერს მომხდარი შემთხვევითობა გამოიყენეს 2017 წლის 6 ივნისს.

რა ვიცი რა არ დამარქვეს ბოლოს მეტი რომ ვერ მოიფიქრეს, ჩაქუჩა კრიმინალური სახელწოდებააო და ამაზე მსროკავდნენ. მოწმეების მოყვანა დაჭირდა ჩემს ადვოკატებს რომ დაემტკიცებინათ ეს “კლიჩკა” სპორტიდანაა.

საქართველოს მთავრობა არასდროს შეხვდა ჩემს წარმატებას ხელგაშლილი. ამის მიზეზიც ვიცი, მე არც ერთ მთავრობას დავყვებოდი მიტინგებზე ხალხის დასარბევად და პენსიონრების საცემად. ვინც დაყვებოდა ყველას რაღაც თანამდებობა უჭირავს, ამიტომაც ჩემი ადგილი არ გახლავთ საქართველოში. მე ერთიან საქართველოს ვუჭერ მხარს, შუაში გაყოფილს არა. სხვას რა პასუხი უნდა გავცეთ, ერთმანეთში თანხმობა და ერთმანეთისთვის პასუხი ვერ გაგვიცია. როდის იყო ძალადობით მოსული საქმე კარგი თუ ცუდი კარგს მოახდენდა?!“,-წერს ხურციძე.

შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში 2017 წლის ივლისში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი “რუსული კრიმინალური სინდიკატის“ წევრობაში ედებათ. მათ შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი – ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს, ხურციძეს კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

2018 წლის ივნისში აშშ-ის სასამართლომ ავთანდილ ხურციძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. 4 ივლისს კი, აშშ-ის სასამართლომ ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს სასჯელი შეუმსუბუქა.

"რომ გაიგეს დიდ რუსეთში დიდი მაფიოზები დაიჭირესო, მთელი დელეგაცია იყო მოსული კორესპოდენტები და რა ვიცი ვინ აღარ. ის…

Posted by Avtandil Khurtsidze on სამშაბათი, 17 ივლისი, 2018

კომენტარები

ავთანდილ ხურციძე აშშ პატიმრობა საქართველოს მთავრობა საქართველოს მოქალაქეობა უარი ფეისბუქი 2018-07-19
Tags ავთანდილ ხურციძე აშშ პატიმრობა საქართველოს მთავრობა საქართველოს მოქალაქეობა უარი ფეისბუქი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისთვის დაკავებული პირების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

შემდეგი სტატია

დღეს „დინამო“ „დუნაისკა სტრედას“ თბილისში შეხვდება – უგულშემატკივრე შენი ქვეყნის გუნდს!

მსგავსი სტატიები

„საქართველო უნდა გახდეს ჰაბი, სადაც მოხდება ელექტროენერგიით ვაჭრობა”

20 დეკ 2017
კულტურის ყოფილი მინისტრი ავარიაში მოყვა

კულტურის ყოფილი მინისტრი ავარიაში მოყვა

18 ნოე 2018

“ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან და დღესაც გრძელდება მათი აგრესიული პოლიტიკა“

12 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • კისინჯერი: უკრაინა უნდა დაეთანხმოს ტერიტორიის ნაწილის დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და დაუყოვნებლივ დაასრულოს სამთვიანი ომი

    კისინჯერი: უკრაინა უნდა დაეთანხმოს ტერიტორიის ნაწილის დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და დაუყოვნებლივ დაასრულოს სამთვიანი ომი

  • ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

    ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

  • სროლა ტეხასის  სკოლაში – დაღუპულია 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი

    სროლა ტეხასის სკოლაში – დაღუპულია 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი

  • მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

    მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

  • სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

    სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

  • ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

    ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

  • ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

    ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

  • თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

    თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

  • “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

    “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

  • ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

    ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge