NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სუს-მა 15 სააფთიაქო დაწესებულებაში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

სუს-მა 15 სააფთიაქო დაწესებულებაში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

19 ივლ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 820 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისსა და გორში  მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.

გამოძიების ფარგლებში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის გამოსავლენად.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე,  თბილისსა და გორში 15 სააფთიაქო დაწესებულებაში სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული საშუალებები რეცეპტის გარეშე  შეისყიდეს, რითაც უტყუარად დადასტურდა გარემოება, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია უკონტროლოდ ხორციელდება.
ანტიკორუფიცული სააგენტოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და გორში ჩაატარეს ჩხრეკა შემდეგ სააფთიაქო დაწესებულებებში: შპს „ენძელა“-ში, შპს „ნალი“-ში, შპს „ფარმა 2016“-ში, შპს „ფარმაგიდი +“-ში, შპს  „მ.ქ.  ფარმა“-ში, შპს „მულტი ვსლ“-ში, შპს „დათუჩა“-ში, შპს „სან ფარმა“-ში, შპს „ნინფარმი“-ში, შპს „იმედი +“-ში, „შპს „ნანფარმა“-ში, შპს „ფარმა-27“-ში, შპს „ნათი+“-ში, შპს „პოლისიფარმა“-ში და შპს „იმედი“-ში.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით გადამალული ფსიქოტროპული პრეპარატები, ე.წ. „შავი ბუღალტერია“ და აფთიაქების  საქმიანობის ამსახველი კომპიუტერული მონაცემები.

საქმეზე გამოძიება აქტიურად გრძელდება ყველა იმ პირის გამოსავლენად, ვინც მფარველობს და ხელს უწყობს ქვეყანაში ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონოდ გავრცელებას.

კომენტარები

აფთიაქი სუსი ფსიქოტროპული მედიკამენტები 2018-07-19
Tags აფთიაქი სუსი ფსიქოტროპული მედიკამენტები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბრიტანეთის პოლიციამ სკრიპალებზე თავდამსხმელები დაადგინა

შემდეგი სტატია

„ეს სააკაშვილსაც ჰქონდა – მასზე ჭკვიანი, ლამაზი და ტანადი მის პარტიელებს არავინ ეგონათ“

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე ევროპის დღეების ფარგლებში გამართულ კონფერენციას დაესწრო

კახა კალაძე ევროპის დღეების ფარგლებში გამართულ კონფერენციას დაესწრო

14 მაი 2018

ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

13 სექ 2017
სასამართლომ მშობლების მიმართ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულს 1  წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ მშობლების მიმართ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

11 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • გია ხუროშვილი: ყირიმიდან გაგრამდე 12 საათი გჭირდება მანქანით! ხოდა ყირიმს ფაშისტები ტოვებენ!- პუტინი მარცხდება!

    გია ხუროშვილი: ყირიმიდან გაგრამდე 12 საათი გჭირდება მანქანით! ხოდა ყირიმს ფაშისტები ტოვებენ!- პუტინი მარცხდება!

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წალკაში ყველის საწარმო აშენდა

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წალკაში ყველის საწარმო აშენდა

  • ხოფერია: და იცით, რას ვფიქრობ? მართლაც დიდ საქმეს აკეთებენ უმრავლესობას გამოყოფილი დეპუტატები. დიდ საქმეს!

    ხოფერია: და იცით, რას ვფიქრობ? მართლაც დიდ საქმეს აკეთებენ უმრავლესობას გამოყოფილი დეპუტატები. დიდ საქმეს!

  • ჯო ბაიდენმა “ინფლაციის შემცირების აქტს” მოაწერა ხელი – რას ითვალისწინებს ახალი კანონი

    ჯო ბაიდენმა “ინფლაციის შემცირების აქტს” მოაწერა ხელი – რას ითვალისწინებს ახალი კანონი

  • აშშ „მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის“ უკრაინულ ხორბალს შეისყიდის

    აშშ „მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის“ უკრაინულ ხორბალს შეისყიდის

  • ზელენსკი: იმისათვის, რომ ოკუპანტები უკრაინიდან განვდევნოთ, რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო უნდა გაუჭირდეს ბრძოლა

    ზელენსკი: იმისათვის, რომ ოკუპანტები უკრაინიდან განვდევნოთ, რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო უნდა გაუჭირდეს ბრძოლა

  • ცეცხლი, ვარსკვლავი, ფენომენი – რას წერენ იტალიელი გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიაზე სადებიუტო მატჩის შემდეგ

    ცეცხლი, ვარსკვლავი, ფენომენი – რას წერენ იტალიელი გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიაზე სადებიუტო მატჩის შემდეგ

  • ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარი გახდა

    ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარი გახდა

  • ანტონიო გუტერეში ლვოვში ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

    ანტონიო გუტერეში ლვოვში ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

  • “პო­ლი­ტი­კუ­რი უტიფ­რო­ბაა, როცა ღა­რიბ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, ომით და­ზა­რა­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ჩა­დი­ხართ მი­ლან­ში ნა­ყი­დი პალ­ტო­ე­ბით, პი­ჯა­კე­ბით”

    “პო­ლი­ტი­კუ­რი უტიფ­რო­ბაა, როცა ღა­რიბ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, ომით და­ზა­რა­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ჩა­დი­ხართ მი­ლან­ში ნა­ყი­დი პალ­ტო­ე­ბით, პი­ჯა­კე­ბით”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge