თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის და სამგორისრაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ტყემალაძისინიციატივით, ლილოს დასახლებაში მდებარე, 107- სკოლის 15-მდე წარჩინებული მოსწავლე თბილისისტექნოლოგიურ პარკში იმყოფებოდა. მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტური გაიმართა, რადროსაც მათ ფაბლაბები დაათვალიერეს. გარდა ამისა, მოსწავლეები 3D მოდელირების და ბეჭდვის სპეციფიკას გაეცნენ და თავად ნახეს თუ როგორ იქმნებამარტივი 3D მოდელი და იბეჭდება პრინტერზე.
როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ძალიანმნიშვნელოვანია, რომ ბავშვები, ადრეული ასაკიდანიყვნენ ჩართულნი ტექნოლოგიური განვითარებისპროცესში და კარგად ერკვეოდნენ თანამედროვეტექნოლოგიებში.
„ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ბავშვებისინოვაციური აზროვნების განვითარებას, რათა ისინიადრეული ასაკიდანვე ერკვეოდნენ თანამედროვეტექნოლოგიებში. სწორედ ამგვარი ფორმატისშეხვედრები უწყობს ხელს ბავშვების დაინტერესებისგაზრდას“ –განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარემ ტექნოლოგიური პარკის ხელმძღვანელობას მსგავსი ტურების ჩატარების შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, მოსწავლეებმა ძალიან დიდი ინტერესი გამოხატეს, შესაბამისად, მსგავსი ღონისძიება ერთჯერადი არ იქნება.
კომენტარები