ურავლესობის დეპუტატის გია ვოლსკის განცხადებით, დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვა მისთვის პიროვნულად ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა მისივე თქმით, პიროვნული დამოკიდებულების მიღმა არსებობს ინტერესი, რასაც მმართველი გუნდის სტაბილურობა ჰქვია.
„ჩემთვის პიროვნულად ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ პიროვნული დამოკიდებულების მიღმა არსებობს კიდევ ინტერესი, რასაც ჰქვია მმართველი გუნდის სტაბილურობა და ეს არ ეხება მარტო „ქართულ ოცნებას“. დავით ჭიჭინაძე დაუპირისპირდა ჩვენი გუნდის სხვა წევრების მოსაზრებებს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მე ვერ ვიტყოდი, რომ დიდი ტრაგიკული გადაწყვეტილება მივიღეთ“,-განაცხადა ვოლსკიმ..
შეგახსენებთ, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.
კომენტარები