„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ბოლო დღეებში ანგარიშსწორება ხდება პოლიტიკური გუნდის ყოფილ ლიდერთან, ჭიჭინაძის თქმით, ზურგსუკან გაკეთებული მუხანათური განცხადებები შეურაცხმყოფელია.
„დადანაშაულება ჩვენი, რომ ჩვენ რაღაც კომპრომისზე წავედით, რის გამოც ხალხი დაიხოცა, მე მიმაჩნია არასწორი. ეს არის შეურაცხმყოფელი. მეორე განცხადება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ თქვა, რომ თურმე მას თმენის ვალდებულება გააჩნია. მე იმაზე გავეცი პასუხი, რომ თმენის ვალდებულება ზოგადად ჩვენ გაგვაჩნია, იმიტომ რომ ამისთანა თავმჯდომარეს ვითმენთ, იმიტომ, რომ ის საქციელი, რასაც მე ბოლო დღეებში ვუყურებ, როგორი ანგარიშსწორება ხდება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყოფილ ლიდერთან, მისი ჩაწერილი და მისი მოყვანილია ძირითადად ეს ადამიანები „ქართულ ოცნებაში“ და ეს უპასუხისმგებლო, ზურგსუკან გაკეთებული მუხანათური განცხადებები, ვფიქრობ, რომ ესეც შეურაცხმყოფელია“,-განაცხადა ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციასთავად პარტიამ გაავრცელა.
კომენტარები