NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება“

„აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება“

19 ივლ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 708 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. სხვა თემებთან ერთად ბახტაძემ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე ისაუბრა.

„განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ევროკავშირის განსაკუთრებული როლი საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის თვალსაზრისით,მონიტორინგის მისიის მეშვეობით, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის შუამავლობით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, ასევე აქტიური არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებით. ნება მომეცით, გამოვხატო ჩვენი ღრმა მადლიერება ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მანდატის გაფართოების გამო. სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია კვლავ გრძელდება, რაც აუარესებს უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას იმ ადამიანებისთვის,რომლებზეც გავლენა მოხდინა კონფლიქტმა. ამ ვითარებაში, ევროკავშირის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მყარი პოზიცია რუსეთის უკანონო პოლიტიკასთან დაკავშირებით და მათი ეფექტიანი ჩართულობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფაზე.

მაშინ, როდესაც მყარად ერთგულნი ვართ სამშვიდობო პოლიტიკის, საქართველოს მთავრობა ახორციელებს კონკრეტულ მცდელობებს შერიგების დანდობის აღდგენისთვის, რაც გაწერილია ჩვენს ახალ სამშვიდობო ინიციატივაში „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”.

ამავე დროს, საქართველო რჩება ევროკავშირის საიმედო მოკავშირედ – ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად საკუთარი წვლილი შეგვაქვს  ევროკავშირის მიერ განხორციელებულ სამშვიდობო და სტაბილურობის მისიებში მსოფლიოს მასშტაბით. ევროკავშირთან სტრატეგიული უსაფრთხოების დიალოგი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველო და ევროკავშირი იზიარებენ საერთო ინტერესებს საერთო გამოწვევებზე რეაგირებისას“, – განაცხადა ბახტაძემ.

კომენტარები

დონალდ ტუსკი ევროკავშირი მამუკა ბახტაძე ოკუპაცია რუსეთი საქართველო 2018-07-19
Tags დონალდ ტუსკი ევროკავშირი მამუკა ბახტაძე ოკუპაცია რუსეთი საქართველო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შეხვდა

შემდეგი სტატია

გიორგი ტყემალაძის ინიციატივით, 107-ე სკოლის მოსწავლეებს ტექნოპარკში უმასპინძლეს

მსგავსი სტატიები

ქართველ  მოჭადრაკეებს რთული დაპირისპირება ელით

15 აგვ 2017

საქართველოს პარლამენტმა საახალწლო ღონისძიებას უმასპინძლა

24 დეკ 2017
მაქსიმ შევჩენკო: საქართველოში პროფრანგული ხელისუფლება ყალიბდება…ქვეყნის პრემიერ-მინისტრად თეა წულუკიანის კანდიდატურა სახელდება

მაქსიმ შევჩენკო: საქართველოში პროფრანგული ხელისუფლება ყალიბდება…ქვეყნის პრემიერ-მინისტრად თეა წულუკიანის კანდიდატურა სახელდება

ნინო ჩხეიძე 13 ნოე 2020

უახლესი ამბები

  • ვახო მეგრელიშვილი: სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც მე მა­ინ­ტე­რე­სებს, იმ კო­მი­ტე­ტებ­ში, რა­საც შე­თან­ხმე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს, არ შე­დის

    ვახო მეგრელიშვილი: სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც მე მა­ინ­ტე­რე­სებს, იმ კო­მი­ტე­ტებ­ში, რა­საც შე­თან­ხმე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს, არ შე­დის

  • უფროსი პროკურორი თანამდებობას ტოვებს

    უფროსი პროკურორი თანამდებობას ტოვებს

  • თამარ გაბუნია: იმ ტრაგიკულმა შემთხვევამ, რაც მოხდა პირველივე კვირაში, ვაქცინაციის პროცესზე ძალიან დამაზარალებელი ზეგავლენა იქონია

    თამარ გაბუნია: იმ ტრაგიკულმა შემთხვევამ, რაც მოხდა პირველივე კვირაში, ვაქცინაციის პროცესზე ძალიან დამაზარალებელი ზეგავლენა იქონია

  • რუსეთი უკრაინის საზღვრიდან ჯარებს მუდმივი დისლოცირების ადგილზე აბრუნებს

    რუსეთი უკრაინის საზღვრიდან ჯარებს მუდმივი დისლოცირების ადგილზე აბრუნებს

  • კიდევ ერთი კომიტეტი შევარჩიე, განათლების კომიტეტთან ერთად ჯანდაცვის კომიტეტის წევრობაც მინდა

    კიდევ ერთი კომიტეტი შევარჩიე, განათლების კომიტეტთან ერთად ჯანდაცვის კომიტეტის წევრობაც მინდა

  • უნიკალური სახლი მილანში (ვიდეო)

    უნიკალური სახლი მილანში (ვიდეო)

  • “მარგინალი, ჩამოწერილი, წარსულში ჩარჩენილი”

    “მარგინალი, ჩამოწერილი, წარსულში ჩარჩენილი”

  • ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

    ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

  • “როგორც პარტიის წევრი, ინდივიდუალურად ვემიჯნები ამ განცხადებას”

    “როგორც პარტიის წევრი, ინდივიდუალურად ვემიჯნები ამ განცხადებას”

  • ნიკა მელიას პერსონალური გადაწყვეტილებაა დარჩება თუ არა ციხეში, მისი გათავისუფლების სხვადასხვა გზებზე ვსაუბრობთ

    ნიკა მელიას პერსონალური გადაწყვეტილებაა დარჩება თუ არა ციხეში, მისი გათავისუფლების სხვადასხვა გზებზე ვსაუბრობთ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge