NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საწვავის ბაზრის სამთვიანი მონიტორინგის შდეგები

საწვავის ბაზრის სამთვიანი მონიტორინგის შდეგები

19 ივლ 2018 ახალი ამბები, ბიზნესი, საზოგადოება 1293 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“, რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდა და სწავლობდა საწვავის ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს, გლობალურ ტენდენციებსა და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს. რის საფუძველზეც საზოგადოებას სთავაზობს საწვავის ბაზრის კვლევას და ამ ბაზარზე მიმდინარე პროცესების ქრონოლოგიურ განვითარებას. ამის შესახებ აფბას ვიცე-პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა „კვირას“ პრეს – კლუბში სტუმრობისას განაცხადა.

„საწვავზე ფასების ზრდა საქართველოში მაისის თვეში დაიწყო, ამის მიზეზად კი მსოფლიო ბაზრებზე ნედლი ნავთობის გაძვირება დასახელდა, ამ მომენტისათვის მართლაც ფიქსირდებოდა ნავთობზე ფასების მცირედი მატება. უფრო კონკრეტულად კი, ამ პერიოდში ნედლი WTI ტიპის ნავთობზე ფასი 3 დოლარით გაიზარდა, კომპანიებისთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ფასები საცალო ქსელში დაუყოვნებლივ დაკორექტირებულიყო და საცალო ქსელში ფასები, მყისიერად გაიზარდა 3-5 თეთრით. მაგრამ ადგილობრივ ბაზარსა და მსოფლიო ტენდენციებს შორის კიდევ მრავალი და უფრო მასშტაბური შეუსაბამობებიც ფიქსირდება, თუ უფრო სიღრმისეულად ჩავშლით მონაცემებს დავინახავთ, რომ თებერვლის თვეში ბარელის ფასი 59-61 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, ამ პერიოდში საქართველოში ერთი ლიტრი პრემიუმის (95ოქტ) შეძენა 2.29 ლარად იყო შესაძლებელი, ანუ იმაზე ძვირი ღირდა, ვიდრე მაისის თვეში, როდესაც ბარელი 70 დოლარზე იყო ასული. ამის შემდეგ, ანუ მაისიდან ივნისამდე, ნავთობზე და შესაბამისად პლაცსზე ფასების მატება გაგრძელდა, რაც კიდევ რამდენჯერმე გახდა საქართველოში საწვავის გაძვირების მიზეზი. მაგრამ როდესაც მაისის მეორე ნახევრიდან, ივნისის მეორე ნახევრამდე, ანუ ზუსტად ერთი თვის განმავლობაში ნავთობზე ჩვენ გვქონდა ფასზე მკვეთრად დაღმავალი ტრენდი და ბარელის ფასი 64 დოლარამდეც კი დაეცა ეს ცვლილება, უკვე დადებითად არ ასახულა ადგილობრივ ბაზარზე, მეტიც მსოფლიო ბაზარზე დაღმავალი ტრენდის პარალელურად, ჩვენთან საწვავზე ფასები გაიზარდა კიდეც 3-5 თეთრით. მნიშვნელოვანია ასევე, რომ აღნიშნულ 3 თვიან მონაკვეთში, სტაბილურობით ხასიათდებოდა ეროვნული ვალუტის კურსიც და ერთი დოლარის შეძენა საშუალოდ 2.44-2.45 ფარგლებში იყო შესაძლებელი“, – აღნიშნა ბაირახტარმა.

ბაირახტარმა ასევე სახელმწიფოს როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს როლი ამ მიმართულებით კონტროლის გამკაცრებაა.

„საზოგადოების ნაწილი მათ შორის, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საწვავზე ფასების მსგავსი გაძვირების მიზეზს, სახელმწიფოს პოლიტიკა წარმოადგენს, რომელიც გასულ წელს აქციზის განაკვეთის გაზრდაში გამოიხატა და სიტუაციის გამოსწორების გზად სახლმწიფოს მხრიდან აქციზის განაკვეთის შემცირებას მოიაზრებენ. რაც იმთავითვე მცდარი მიდგომაა, იმდენად რამდენადაც, აღნიშნულ ცვლილებას სრულფასოვანი შედეგი მხოლოდ შესაძლებელია ჯანსაღ ბაზარზე ქონდეს, სადაც ჯანსაღი კონკურენციაა და არა ოლიგოპოლიური ბაზარი, სადაც ისევ სერიოზული ეჭვები არსებობს კარტელის არსებობასთან დაკავშირებით. ცხადია რაც უფრო მეტი თანხა დარჩება კერძო სექტორს ეს ბიზნესისთვის და მთლიანად ეკონომიკისთვის პოზიტიურია, თუმცა აღნიშნული გზით ფასების სტაბილიზაციის იდეა აზრს მოკლებულია და უშედეგო აღმოჩნდება, იმდენად რამდენადაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ბაზარი არის ოლიგოპოლიური. ასევე აფბა მოუწოდებს კონკურენციის სააგენტოს, გამოვიდეს პასიური პოზიციიდან და შეასრულოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლება მოვალეობა, როგორც საწვავის ბაზრის მიმართულებით, ისე სხვა სენსიტიური და მაღალ რისკიანი ბაზრების მიმართულებით“,-აღნიშნა ბაირახტარმა.

 

კომენტარები

აფბა ბენზინი ბენზინის ფასი საწვავი საწვავის ფასი ფასი 2018-07-19
Tags აფბა ბენზინი ბენზინის ფასი საწვავი საწვავის ფასი ფასი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„დავით ჭიჭინაძემ არაერთხელ მიაყენა ჩვენ გუნდის სხვადასხვა წევრს წარმოუდგენელი შეურაცხყოფა“

შემდეგი სტატია

ბრიტანეთის პოლიციამ სკრიპალებზე თავდამსხმელები დაადგინა

მსგავსი სტატიები

შსს: „დაკავებულები „კანონიერი ქურდების“ დავალებით მოქმედებდნენ“

შსს: „დაკავებულები „კანონიერი ქურდების“ დავალებით მოქმედებდნენ“

სოსო ელისაშვილი 16 მარ 2018
სოფიო ქაცარავა: „ლიეტუვა ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შემავალ პირებზე სანქციები დააწესა”

სოფიო ქაცარავა: „ლიეტუვა ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შემავალ პირებზე სანქციები დააწესა”

21 აგვ 2018
კალაძე: ჩვენ მიერ გაცემულ ნებართვას ჰქონდა ფორმალური ხასიათი

კალაძე: ჩვენ მიერ გაცემულ ნებართვას ჰქონდა ფორმალური ხასიათი

22 იან 2018

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge