„სწორი გადაწყვეტილება მიუღიათ, რომ ჩემნაირი ადამიანი იქ არ დატოვეს, იმიტომ, რომ ეგეთ ადამიანებთან და ეგეთ ლიდერებთან ნამდვილად არ არის ჩემი და ჩემნაირი ადამიანების გზა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
„ჩვენ აბსოლუტურად სხვანაირად ვუყურებთ ამ ცხოვრების მომავალს და მე ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“, რომელიც 2012 წელს მოვიდა ხელისუფლებაში, აბსოლუტურად სხვა ღირებულებებით მოვიდა, არა მლიქვნელობით.
ეს სააკაშვილსაც ჰქონდა, მასზე ჭკვიანი, მასზე ლამაზი და მასზე ტანადი მის პარტიელებს არავინ ეგონათ. იმიტომაც ვამბობ, პორტირებულები არიან, კოლექტიური ზარდიაშვილები არიან და მათ მეტი ლოგიკა არ გააჩნიათ. ზარდიაშვილი რომ პირველ რიგში გეჯდება და მდინარაძე, ჩუგოშვილმა საერთოდ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. არ მეგონა ორი წელი პარლამენტარიზმი იმიტომ დასჭირდებოდა, რომ როგორღაც მისი ეთიკური და მორალური ღირებულებები ზაქარია ქუცნაშვილი მორალურ და ეთიკურ ღირებულებებს დამთხვეოდა. ეს ორი დაიმატეს იმიტომ, რომ ალბათ „ტროიკა“ გაახსენდებოდათ და საერთოდ ბოლშევიკებს დაემსგავსებოდნენ“,-განაცხადა ჭიჭინაძემ.
კომენტარები