NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, მეკისრება თმენის ვალდებულება, როცა საქმე ეხება დეპუტატების მხრიდან გაჟღერებულ გარკვეულ გზავნილებს“

„როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, მეკისრება თმენის ვალდებულება, როცა საქმე ეხება დეპუტატების მხრიდან გაჟღერებულ გარკვეულ გზავნილებს“

18 ივლ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 993 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ეს არის არასწორი ინფორმაცია – შეგნებულად არ მინდა ამ ყველაფერს ვუწოდო ტყუილი, გამომდინარე იქიდან, რომ მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, მეკისრება თმენის ვალდებულება, როცა საქმე ეხება დეპუტატების მხრიდან გაჟღერებულ გარკვეულ გზავნილებს”,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებას.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესში, ბევრჯერ, საჯაროდ დაფიქსირდა პოზიცია, რომ საქართველოს კონსტიტუციაში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მკაცრი ჩანაწერები ასახულიყო.

„რაც შეეხება ჩვენს პოზიციას შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესში, ეს პოზიცია იყო საჯაროდ დაფიქსირებული, ათჯერ, ოცჯერ მაინც გვექნება ჩვენ ნათქვამი, რომ ჩვენ ვიყავით მზად და ჩვენ გვქონდა სურვილი, რომ აგვესახა მკაცრი ჩანაწერები კონკრეტულად კონსტიტუციაში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მათ შორის, საქმე ეხებოდა ჩანაწერს შრომის ინსპექციის თაობაზე, თუმცა, ასევე, იქვე ღიად დავაფიქსირეთ 15-20-ჯერ მაინც, რომ ამის წინააღმდეგი წავიდა მთავრობა, მთავრობის მაშინდელი ხელმძღვანელობა და შესაბამისად, ჩვენ მოგვიწია, სამწუხაროდ, მაშინ ჩვენი პოზიციის გადახედვა. ეს იყო მაშინდელი მოცემულობა და ეს იყო ის ფაქტი, რომლის კონსტატაციაც მოხდა ჩემი მხრიდან. შესაბამისად, ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც ყველასთვის იყო ღია და საჯარო, მე მხოლოდ და მხოლოდ გავიხსენე ის, რაც ყველას უნდა ახსოვდეს, ყოველ შემთხვევაში, ეს უნდა ახსოვდეთ იმ დეპუტატებს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული ამ პროცესში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, უმრავლესობის აზრით, შრომის უსაფრთხოების კუთხით, სტანდარტები მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესებულიყო, თუმცა, ამ კუთხით, არსებობდა წინააღმდეგობა.

„ჩვენ ვფიქრობდით, რომ იყო სტანდარტები ასამაღლებელი შრომის უსაფრთხოების კუთხით, იქ იყო სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, თუ ვისი ბრალია კონკრეტული ტრაგიკული შემთხვევა. ეს ბუნებრივია, არავის ბრალი არ არის, აქ საუბარია ერთ რამეზე – ჩვენი მოსაზრებით, სტანდარტები მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესებულიყო შრომის უსაფრთხოების კუთხით, თუმცა, ამ კუთხით არსებობდა წინააღმდეგობა. დღეს ხედავთ, რომ დღესაც ეს წინააღმდეგობა გრძელდება – კონკრეტული ოპოზიციური პარტიები დღემდე მიუღებლად მიიჩნევენ იმას, რომ გაუმჯობესდეს სტანდარტები შრომის უსაფრთხოების კუთხით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, რომან გოცირიძეს უნდა ვინმეს დაღუპვა შახტაში, ეს ასე არ არის, საუბარია განსხვავებულ მიდგომებზე, ჩემი მიდგომა არის ის, რომ სტანდარტები უნდა იყოს მაქსიმალურად მაღალი და  მთავრობის წინა ხელმძღვანელობის პოზიცია იყო ის, რომ ეს სტანდარტები უნდა ყოფილიყო შედარებით დაბალი. ამ კუთხით ჩვენ გვქონდა არსებითი განსხვავება პოზიციებში, თუმცა, ჩვენ გავუწიეთ ანგარიში მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობის და მაშინდელი პარტიული ხელმძღვანელობის პოზიციას”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

დავით ჭიჭინაძე თმენის ვალდებულება ირაკლი კობახიძე მაღალი სტანდარტები შრომის უსაფრთხოება 2018-07-18
Tags დავით ჭიჭინაძე თმენის ვალდებულება ირაკლი კობახიძე მაღალი სტანდარტები შრომის უსაფრთხოება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება

შემდეგი სტატია

აშშ-ს კონგრესში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის თემაზე მოსმენა გაიმართა

მსგავსი სტატიები

მაჭარაშვილი: თუ ვინმეს წარმოუდგენია, ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება არის სწორი, დემოკრატიული და კონსტრუქციული პროცესი, ეს ლექციები ერთმანეთს სახლში უკითხონ

მაჭარაშვილი: თუ ვინმეს წარმოუდგენია, ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება არის სწორი, დემოკრატიული და კონსტრუქციული პროცესი, ეს ლექციები ერთმანეთს სახლში უკითხონ

ირაკლი შალიკაშვილი 27 ივნ 2022

უთმელიძე: საკრებულოს სხდომის ჩაშლის უფლება არავის აქვს

10 ოქტ 2017

მეჭიაური: ნერვები ვერ მოვთოკე…

25 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge