NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ირაკლი კობახიძე: საქართველოს პარლამენტი მაქსიმალურად გახსნილია საზოგადოებისთვის

ირაკლი კობახიძე: საქართველოს პარლამენტი მაქსიმალურად გახსნილია საზოგადოებისთვის

18 ივლ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 351 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„პარლამენტის სურვილი და ენთუზიაზმი, რომ გახდეს მაქსიმალურად ღია, მაქსიმალურად გამჭვირვალე და მაქსიმალურად ანგარიშვალდებული ორგანო, პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენს ზოგად ამბიციასთან – გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემა და შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც ეფუძნება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ღია მმართველობის პარტნიორობის” მე-5 გლობალური სამიტის საზეიმო გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც საქართველოს პარლამენტის საქმიანობის,  მიზნებისა და ღია მმართველობის მიმართულებით არსებული მიღწევების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, სწორედ ამ სულისკვეთებით, გასული წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი  პროგრესი იქნა მიღწეული – თვისობრივად გაძლიერდა საქართველოს დემოკრატიული სისტემა და ქვეყანაში დამკვიდრდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინსვლა ფუნდამენტურია და მისი მიღწევა შეუძლებელი იყო შესაბამისი პოლიტიკური ნების გარეშე.

„ ჩვენ შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა გასული წლების განმავლობაში, ჩვენ თვისებრივად გავაძლიერეთ ჩვენი დემოკრატიული სისტემა და ჩვენ დავამკვიდრეთ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები ჩვენს ქვეყანაში. წინსვლა არის ფუნდამენტური და ამ წინსვლის მიღწევა შეუძლებელი იყო, რა თქმა უნდა, შესაბამისი პოლიტიკური ნების გარეშე. დღეს პრემიერმინისტრმაც აღნიშნა, რომ გადამწყვეტი ამ ყველაფერში არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ნება და ჩვენ გვქონდა შესაბამისი პოლიტიკური ნება, რათა განგვეხორციელებინა ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩვენი  დემოკრატიის გასაძლიერებლად და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დასამკვიდრებლად. ამას ეფუძნებოდა, რა თქმა უნდა, საქართველოს  პარლამენტის სურვილი, ნება, რომ მაქსიმალურად გაგვეხსნა საპარლამენტო პროცესები საზოგადოებისთვის”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ამისთვის, საქართველოს პარლამენტში კონკრეტული რეფორმები გატარდა და საპარლამენტო საქმიანობა სრულიად ღიაა საზოგადოებისთვის, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით ესეც არ არის საკმარისი.

 „ ინფორმაცია საპარლამენტო საქმიანობის შესახებ არის აბსოლუტურად ღია საზოგადოებისთვის. ჩვენ არ გვაქვს არაფერი დასამალი. ნებისმიერი ინფორმაცია, ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს პარლამენტის საქმიანობასთან, არის სრულად ღია და საჯარო საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, ესეც არ არის საკმარისი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება უშუალოდ იყოს ჩართული საპარლამენტო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ამ კუთხითაც ჩვენ გვაქვს არსებითი წინსვლა”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ არიან ადამიანები, რომელთა აზრით, ავტოკრატია განვითარების წამახალისებელი ფაქტორია, რასაც, მისივე თქმით, თავად კატეგორიულად არ ეთანხმება.

 „არიან ადამიანები, ამ სამყაროში, საკმაოდ ბევრი ადამიანიც, რომელიც ფიქრობს, რომ ავტოკრატია და ავტორიტარიზმი არის განვითარების წამახალისებელი ფაქტორი. მე კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას და პირიქით, მიმაჩნია, რომ დემოკრატია არის არა მხოლოდ უკეთესი ფორმა მმართველობის ხალხთან ინტერაქციის თვალსაზრისით, არამედ ეს არის უკეთესი საშუალებაც იმისთვის, რომ განვავითაროთ ჩვენი ქვეყნები”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ საქართველოს მიერ მიღწეული წინსვლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღიაობის, გახსნილობისა და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფასთან ერთად, ქვეყანამ განვითარების ძალიან სწრაფი ტემპის მიღწევაც შეძლო. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ  ქვეყანა  მაქსიმალურად ეფუძნება დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე და ამ სულისკვეთებით მოქმედებს საქართველოს პარლამენტიც.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონკრეტულ ცვლილებებსა და რეფორმებზე საუბრისას, პოლიტიკურ ნებასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული ადამიანების როლიც. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტს ამბიციური გუნდი ჰყავს და მთავარია, გუნდის შესაბამისი რეფორმების განხორციელების მაქსიმალური საშუალება მიეცეს.

„როდესაც საუბარია კონკრეტულ ცვლილებებზე, კონკრეტულ რეფორმებზე, ერთია პოლიტიკური ნება, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული ადამიანების როლი ამაში და მე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს პარლამენტს ჰყავს ძალიან ამბიციური გუნდი და სწორედ ამ ამბიციური გუნდის დამსახურებაა ის, რომ გატარდა მნიშვნელოვანი ცვლილებები საქართველოს პარლამენტში, მთავარია, რომ ასეთ ადამიანებს- ქალბატონი ირინა ფრუიძე არის ამ კუთხით ჩვენი ლიდერი საპარლამენტო მუშაობის ლიდერი, მაქსიმალური საშუალება მიეცეთ, რომ გატარდეს შესაბამისი რეფორმები. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და თითოეულმა ჩვენგანმა ამ პასუხისმგებლობით უნდა ვიმოქმედოთ”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

„პარლამენტის სურვილი და ენთუზიაზმი, რომ გახდეს მაქსიმალურად ღია, მაქსიმალურად გამჭვირვალე და მაქსიმალურად ანგარიშვალდებული ორგანო, პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენს ზოგად ამბიციასთან – გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემა და შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც ეფუძნება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ღია მმართველობის პარტნიორობის” მე-5 გლობალური სამიტის საზეიმო გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც საქართველოს პარლამენტის საქმიანობის,  მიზნებისა და ღია მმართველობის მიმართულებით არსებული მიღწევების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, სწორედ ამ სულისკვეთებით, გასული წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი  პროგრესი იქნა მიღწეული – თვისობრივად გაძლიერდა საქართველოს დემოკრატიული სისტემა და ქვეყანაში დამკვიდრდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინსვლა ფუნდამენტურია და მისი მიღწევა შეუძლებელი იყო შესაბამისი პოლიტიკური ნების გარეშე.

მისივე თქმით, ამისთვის, საქართველოს პარლამენტში კონკრეტული რეფორმები გატარდა და საპარლამენტო საქმიანობა სრულიად ღიაა საზოგადოებისთვის, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით ესეც არ არის საკმარისი.

„ინფორმაცია საპარლამენტო საქმიანობის შესახებ არის აბსოლუტურად ღია საზოგადოებისთვის. ჩვენ არ გვაქვს არაფერი დასამალი. ნებისმიერი ინფორმაცია, ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს პარლამენტის საქმიანობასთან, არის სრულად ღია და საჯარო საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, ესეც არ არის საკმარისი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება უშუალოდ იყოს ჩართული საპარლამენტო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ამ კუთხითაც ჩვენ გვაქვს არსებითი წინსვლა”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ არიან ადამიანები, რომელთა აზრით, ავტოკრატია განვითარების წამახალისებელი ფაქტორია, რასაც, მისივე თქმით, თავად კატეგორიულად არ ეთანხმება.

„არიან ადამიანები, ამ სამყაროში, საკმაოდ ბევრი ადამიანიც, რომელიც ფიქრობს, რომ ავტოკრატია და ავტორიტარიზმი არის განვითარების წამახალისებელი ფაქტორი. მე კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას და პირიქით, მიმაჩნია, რომ დემოკრატია არის არა მხოლოდ უკეთესი ფორმა მმართველობის ხალხთან ინტერაქციის თვალსაზრისით, არამედ ეს არის უკეთესი საშუალებაც იმისთვის, რომ განვავითაროთ ჩვენი ქვეყნები”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ საქართველოს მიერ მიღწეული წინსვლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღიაობის, გახსნილობისა და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფასთან ერთად, ქვეყანამ განვითარების ძალიან სწრაფი ტემპის მიღწევაც შეძლო. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ  ქვეყანა  მაქსიმალურად ეფუძნება დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე და ამ სულისკვეთებით მოქმედებს საქართველოს პარლამენტიც.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონკრეტულ ცვლილებებსა და რეფორმებზე საუბრისას, პოლიტიკურ ნებასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული ადამიანების როლიც. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტს ამბიციური გუნდი ჰყავს და მთავარია, გუნდის შესაბამისი რეფორმების განხორციელების მაქსიმალური საშუალება მიეცეს.

კომენტარები

განცხადება ირაკლი კობახიძე ლაპარაკი 2018-07-18
Tags განცხადება ირაკლი კობახიძე ლაპარაკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ტყიბულის შახტის ადმინსიტრაცია მეშახტეებს სამუშაო ადგილებზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს

შემდეგი სტატია

„თმენის ვალდებულება მართლა დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ“

მსგავსი სტატიები

სახალხო დამცველმა აპარატმა სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი და ორგანიზაციული განვითარების გეგმა წარმოადგინა

27 სექ 2018
„მთელი რიგი კრიტერიუმები იქნება გასათვალისწინებელი, პატიმრობის სხვა სასჯელით შესაცვლელად“

„მთელი რიგი კრიტერიუმები იქნება გასათვალისწინებელი, პატიმრობის სხვა სასჯელით შესაცვლელად“

01 ნოე 2017

შეხვედრაზე სახელმწიფო შესყიდვების განახლებულ კანონმდებლობაზე იმსჯელეს

13 სექ 2018

უახლესი ამბები

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

  • ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

    ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით,  “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით, “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

  • კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

    კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

  • “მეტრა დეველოპმენტის მშენებლობაზე სადაც ხდება უხეში ჩარევა მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, ჩამოინგრა კლდე!!!”

    “მეტრა დეველოპმენტის მშენებლობაზე სადაც ხდება უხეში ჩარევა მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, ჩამოინგრა კლდე!!!”

  • “დღეს ნახტომი გვაქვს პირველი იანვრის შემდეგ არ ყოფილა 1000-ზე მეტი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში”

    “დღეს ნახტომი გვაქვს პირველი იანვრის შემდეგ არ ყოფილა 1000-ზე მეტი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში”

  • საქართველოს დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება

    საქართველოს დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება

  • ვოლსკი: არავითარი პოლიტიკური დივიდენდი “ქართული ოცნებისთვის” ნიკა მელიას პატიმრობას არ მოაქვს, პირიქით

    ვოლსკი: არავითარი პოლიტიკური დივიდენდი “ქართული ოცნებისთვის” ნიკა მელიას პატიმრობას არ მოაქვს, პირიქით

  • “იმაზე დიდი საქმის სათავეში ხარ, ვიდრე შესაძლოა ფიქრობდე, შენ მარტო რიონის ხეობას არ იცავ, შენ ქართველი კაცის სინდის- ნამუსს იცავ”

    “იმაზე დიდი საქმის სათავეში ხარ, ვიდრე შესაძლოა ფიქრობდე, შენ მარტო რიონის ხეობას არ იცავ, შენ ქართველი კაცის სინდის- ნამუსს იცავ”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge