NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»დავით ჭიჭინაძე „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს

დავით ჭიჭინაძე „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს

18 ივლ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 1284 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად პარტია ავრცელებს.

„გასული რამდენიმე თვის განმავლობაში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს. დავით ჭიჭინაძემ არაერთგზის უხეშად დაარღვია პარტიული დისციპლინა და საყოველთაოდ აღიარებული მორალური და ეთიკური ნორმები.

„ქართული ოცნებისთვის“ შიდაპარტიული დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება სახელმძღვანელო პრინციპებია. პარტიის ყველა წევრს აქვს კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, თანაგუნდელების შეურაცხყოფა, მორალური და ეთიკური პრინციპების დარღვევა და პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება სცილდება შიდაპარტიული გამოხატვის თავისუფლების ყოველგვარ ზღვარს.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მპგ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნო ერთხმად ადგენს, პარტიიდან გაირიცხოს მპგ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, დავით ჭიჭინაძე“ – აღნიშნულია სამდივნოს გადაწყვეტილებაში.

გადაწყვეტილებას ხელს აწერს „ქართული ოცნების“ სამდივნოს ხუთივე წევრი: კახა კალაძე, გენერალური მდივანი; ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი; გიორგი ვოლსკი, პოლიტიკური მდივანი; თამარ ჩუგოშვილი, საერთაშორისო მდივანი; დიმიტრი სამხარაძე, რეგიონული მდივანი.

კომენტარები

დავით ჭიჭინაძე ქართული ოცნება 2018-07-18
Tags დავით ჭიჭინაძე ქართული ოცნება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მამუკა ბახტაძე იენს სტოლტენბერგს შეხვდა

შემდეგი სტატია

იენს სტოლტენბერგი: მოვუწოდებთ რუსეთს, რომ თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს

მსგავსი სტატიები

“ამ სახეებით 3%-მდე ასვლა არის ძალიან რთული” – კობახიძის პროგნოზი, “დაიცავი საქართველო” 3%- იან ბარიერს ვერ გადალახავს

“ამ სახეებით 3%-მდე ასვლა არის ძალიან რთული” – კობახიძის პროგნოზი, “დაიცავი საქართველო” 3%- იან ბარიერს ვერ გადალახავს

სოსო ელისაშვილი 15 აპრ 2019
საზოგადოებამ მიიღო გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეს დაფინანსება იმის მიხედვით, თუ რამდენი ხმა მიიღო ამა თუ იმ პარტიამ

საზოგადოებამ მიიღო გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეს დაფინანსება იმის მიხედვით, თუ რამდენი ხმა მიიღო ამა თუ იმ პარტიამ

ირაკლი შალიკაშვილი 26 ნოე 2020
ამბოხებული დეპუტატების აზრი მნიშვნელოვანი არ არის

ამბოხებული დეპუტატების აზრი მნიშვნელოვანი არ არის

11 იან 2019

უახლესი ამბები

  • „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

    „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

  • ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

    ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

  • უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

    უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

  • მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

    მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

  • აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

    აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

  • ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

    ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

    ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

  • პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

    პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

  • საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

    საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

  • თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

    თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge