ჩვენ დავაკვირდებით ამ პროცესებს და ვეცდებით მაქსიმალურად, რომ უზრუნველყოფილი იყოს ნებისმიერი კითხვის ნიშნების თავიდან არიდება,- ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის გამოკითხვასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნებისმიერი ტენდერი, რომელიც ხორციელდება რომელიმე სამინისტროში, უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ განხორციელებული.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ტენდერი, რომელიც ხორციელდება ინფრასტრუქტურის თუ ნებისმიერ სამინისტროში, განსაკუთრებით მსხვილი ტენდერები, იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ განხორციელებული და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, პარლამენტიც იქნება ჩართული. ჩვენ დავაკვირდებით ამ პროცესებს და ვეცდებით მაქსიმალურად, რომ უზრუნველყოფილი იყოს ნებისმიერი კითხვის ნიშნების თავიდან არიდება“,-განაცხადა კობახიძემ.
კომენტარები