NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ბიჭობაშიც მქონდა ის მომენტი, რომ ჩხუბობდნენ და გაშველება მინდოდა და კარგად მივიღე ცხვირ-პირში და იმის მერე ვცდილობ, რომ არასდროს ჩავერიო“

„ბიჭობაშიც მქონდა ის მომენტი, რომ ჩხუბობდნენ და გაშველება მინდოდა და კარგად მივიღე ცხვირ-პირში და იმის მერე ვცდილობ, რომ არასდროს ჩავერიო“

18 ივლ 2018 ახალი ამბები, სამართალი 781 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გამოკითხვაზე დეპუტატებს დღეს ჩვენება წითელი ავტომობილის მძღოლმა, ნიკოლოზ იორდანიშვილმა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროს იმყოფებოდა, თუმცა მანქანიდან არ გადმოსულა.

კომისიის წევრები დაინტერესდნენ ნიკოლოზ იორდანაშვილისგან მოახდინა თუ არა საქმის ერთ-ერთმა მოწმემ ავტომობილის ხმოვანი სიგნალის საშუალებით მაინც მოზარდების დაწყნარება. ნიკოლოზ იორდანაშვილმა აღნიშნა რომ მას „სიგნალი“ გაფუჭებული აქვს. ამასთან, მან ის დეტალები მოყვა თუ როგორ დატოვა ავტომობილით ეზოს ტერიტორია.

„ადრეც, ბიჭობაშიც მქონდა ის მომენტი, რომ ჩხუბობდნენ და გაშველება მინდოდა და კარგად მივიღე ცხვირ-პირში და იმის მერე ვცდილობ, რომ არასდროს ჩავერიო. ეს ამბავი, ალბათ 90-იან წლებში მოხდა. ერთხელ დავიყვირე მხოლოდ როგორც მახსოვს, ნუ ჩხუბობთო. თუმცა ეს ზუსტად არ მახსოვს. რაც შეეხება სიგნალს ის გაფუჭებული მაქვს. ჩემს წინ უცებ წამებში გამეხსნა გზა. როდესაც გზა გამეხსნა მაშინვე დავიწყე გამოსვლა. დავინახე, რომ გაიფანტნენ ბავშვები. ჩხუბი რომ დაიწყო მალევე გაიხსნა გზა. როდესაც ეზოდან გამოვედი, ეზოში ბავშვები კიდევ იყვნენ. ეზოს შესასვლელს კეტავდა მანქანაც. ვიკითხე ვისი იყო ეს მანქანა, ბიჭი მოვიდა და ჩაჯდა. ამ დროს გამორბოდნენ „არკიდან“ ბიჭები. ამ დროს ჩემი მანქანა ნახევრად გარეთ იყო, ნახევრად კვლავ – „არკაში“. ბავშვებმა გვერდზე ჩამირბინეს, თუმცა არ მახსოვს მათი აღწერილობა. ყურადღება იქითკენ მქონდა, რომ მანქანა გამეყვანა.
უკან არ გამიხედავს. ეზოდან ძალიან ნელა ვმოძრაობდი. ვერ გავიხსენებ მარცხნივ და მარჯვნივ რა ხდებოდა. კონცენტრაცია მქონდა იმაზე, რომ გამოვსულიყავი.
სახეზე არ დამინახავს. ახლა გაკვირდებით და თქვენ სახეს აღვიქვამ. იქ წამებში ვერ მოვახერხე დაკვირვება. მე ეზოში მანქანიდან არ გადმოვსულვარ“, -განაცხადა ნიკოლოზ იორდანაშვილმა.

კომენტარები

ნიკოლოზ იორდანიშვილი საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა 2018-07-18
Tags ნიკოლოზ იორდანიშვილი საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სენატორი ბენ კარდინი: ნატო-ს საბოლოო დოკუმენტი ხაზს უსვამს ალიანსში საქართველოს სრულუფლებიან წევრობას

შემდეგი სტატია

ელექტრომომარაგება 19 ივლისს დროებით შეიზღუდება

მსგავსი სტატიები

ხათუნა გოგალაძე: ავტოპარკის ტექდათვალიერება ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია

ხათუნა გოგალაძე: ავტოპარკის ტექდათვალიერება ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია

03 ივლ 2018

„ჩვენ ამოვარჩიეთ ნაზავი, გაერთიანებულმა ოპოზიციამ“

23 ნოე 2018
ნოდარ მელაძის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის კომპიუტერებზე კიბერშეტევა განხორციელდა

ნოდარ მელაძის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის კომპიუტერებზე კიბერშეტევა განხორციელდა

სოსო ელისაშვილი 24 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

  • პაატა მანჯგალაძე: ვისაც სჯერა, რომ კობახიძე გარდაისახა, ღმერთმა ხელი მოუმართოს – ჩვენ არ გვჯერა

    პაატა მანჯგალაძე: ვისაც სჯერა, რომ კობახიძე გარდაისახა, ღმერთმა ხელი მოუმართოს – ჩვენ არ გვჯერა

  • D ვიტამინით მდიდარი საკვები

    D ვიტამინით მდიდარი საკვები

  • 5 ფსიქოლოგიური წიგნი რომელიც უნდა წაიკითხოთ

    5 ფსიქოლოგიური წიგნი რომელიც უნდა წაიკითხოთ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge