NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»აშშ-ს კონგრესში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის თემაზე მოსმენა გაიმართა

აშშ-ს კონგრესში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის თემაზე მოსმენა გაიმართა

18 ივლ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 855 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

17 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისია) ფარგლებში გაიმართა მოსმენა, თემაზე „რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და საერთაშორისო წესრიგის რღვევა“. კომისიის წევრების წინაშე მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე, Heritage Foundation-ის მკვლევარი ლუკ კოფი, U.S. Atlantic Council-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი. დავით ბაქრაძემ მოსმენის მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ადგილზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე.

საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებულ სამშვიდობო პოლიტიკასა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობაზე.

„როცა ვსაუბრობთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებზე, აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში აშშ -ს, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს და ჟენევის მოლაპარაკებების თანამონაწილეს განსაკუთრებული ფუნქცია ენიჭება. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას და იმ ქმედებებს, რასაც აშშ ახორციელებს საქართველოში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით. ეს მხარდაჭერა თვალსაჩინოა. საქართველო სარგებლობს ორპარტიული მხარდაჭერით აშშ-ის კონგრესის, მთავრობის და ადმინსტრაციის მხრიდან. საქართველოს აშშ-ს ორმხრივი ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ესეთი მჭიდრო და ეს პროცესი დადებითად ვითარდება არსებული ადმინისტრაციის პირობებში.

ჩვენ გვჯერა, რომ რთული და დაუღალავი შრომის შედეგად ჩვენ შევძლებთ საქართველოში უსაფრთხოების და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას. ამ მიზნის მიღწევაში უმნიშვნელოვანესია ყველა არსებულ საერთაშორისო და აშშ-რუსეთის ფორმატებში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის აუცილებლობის ხაზგასმა. სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ არ დახუჭოს თვალი რუსეთის აგრესიაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმეს ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. გადამწყვეტია საერთაშორისო თანამეგობრობის და განსაკუთრებით აშშ-ს მტკიცე პოზიცია და მკაფიო გზავნილი, რესეთის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დარღვევასთან მიმართებით.

2008 წლის რუსეთის აგრესიის და ბუქარესტის სამიტის 10 წლისთავზე, ჰელსინკის კომისიამ, ექსპერტებთან ერთად, იმსჯელა კონფლიქტის ამჟამინდელ მდგომარეობასადა მის გავლენაზე როგორც აშშ-ის ინტერესებზე, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებაზე. მომხსენებლებმა ასევე ისაუბრეს ოკუპაციის მძიმე შედეგებისა და იმ კონკრეტული ქმედებების შესახებ, რომელსაც აშშ ახორციელებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გაღრმავების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ჰელსინკის კომისია მნიშვნელოვან როლს ასრულებს აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში ეუთო-ს და ეუთო-ს წევრ ქვეყნებთან მიმართებით“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

აშშ დავით ბაქრაძე კონგრესი ოკუპაცია რუსეთი 2018-07-18
Tags აშშ დავით ბაქრაძე კონგრესი ოკუპაცია რუსეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, მეკისრება თმენის ვალდებულება, როცა საქმე ეხება დეპუტატების მხრიდან გაჟღერებულ გარკვეულ გზავნილებს“

შემდეგი სტატია

„შთაბეჭდილება მრჩება, რომ შეგნებულად დაასახელა „ნაციონალურმა მოძრაობამ” სუსტი კანდიდატი“

მსგავსი სტატიები

როგორ გამოიყურება ქალაქი არჩევნებამდე

როგორ გამოიყურება ქალაქი არჩევნებამდე

სოსო ელისაშვილი 16 აგვ 2017

ქართველი მარიშა ურუშაძე „გუჩის“ ექსკლუზიური მოდელი გახდა

21 სექ 2017
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

22 მაი 2018

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge