NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მამუკა ბახტაძე იენს სტოლტენბერგს შეხვდა

მამუკა ბახტაძე იენს სტოლტენბერგს შეხვდა

18 ივლ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 1146 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მთავრობის მეთაურის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრით დაიწყო.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, გასულ კვირას ბრიუსელში გამართული ნატო-ს სამიტის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების გზები.

“შეხვედრისას, მამუკა ბახტაძემ და იენს სტოლტენბერგმა იმსჯელეს ბრიუსელის სამიტის მიერ იდენტიფიცირებული თანამშრომლობის ახალი სფეროების შესახებ. ხაზი გაესვა, რომ ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი, ისევე როგორც თანამშრომლობის ახალი მიმართულებები მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებს და მდგრადობას და ასევე, აახლოებს ქვეყანას ნატო-ში გაწევრიანებასთან.

აღინიშნა, რომ მამუკა ბახტაძის პირველი სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში ნათელი დასტურია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით ურყევი და შეუქცევადი კურსისა”- აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.

მათივე ცნობით,  შეხვედრისას, აგრეთვე, საქართველოს მთავრობის მეთაურმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგში მიღწეული წარმატებები და სამომავლო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილეს.

“ყურადღება გამახვილდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან დაახლოების გზაზე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ და დაგეგმილ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე.

მამუკა ბახტაძემ მკაფიოდ დააფიქსირა საქართველოს მთავრობის მზაობა – განაგრძოს ყოვლისმომცველი რეფორმები და პოლიტიკური დიალოგი ალიანსთან, რათა მაქსიმალურად იქნას დაჩქარებული ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პროცესი.

თავის მხრივ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. აგრეთვე, იენს სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერმინისტრს საერთო, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში, განსაკუთრებით კი, ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს ოპერაციაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის”აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.

ნატოს შტაბბინაში გამართულ შეხვედრას გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემოელერი, გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს წარმომადგენელი ნატო-სთან ალექსანდრე მაისურაძე ესწრებოდნენ, რომლის დასრულების შემდეგაც მამუკა ბახტაძემ და იენს სტოლტენბერგმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

კომენტარები

იენს სტოლტენბერგი მამუკა ბახტაძე ნატო 2018-07-18
Tags იენს სტოლტენბერგი მამუკა ბახტაძე ნატო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს ნაკრები გერმანიასთან 9:10 დამარცხდა

შემდეგი სტატია

დავით ჭიჭინაძე „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს

მსგავსი სტატიები

ეკა ბესელია – შევედით ისეთ საინტერესო ფაზაში, რომ მეორე ეტაპს და რაღაცეების მოყოლას დავიწყებ

ეკა ბესელია – შევედით ისეთ საინტერესო ფაზაში, რომ მეორე ეტაპს და რაღაცეების მოყოლას დავიწყებ

27 დეკ 2018

შსს-მ „ვისოლის“ ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

25 დეკ 2017

„ბიძინა ივანიშვილი აუვილებლად იქნება დაბარებული სასამართლოზე ინგლისში“

სოსო ელისაშვილი 08 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

    უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

  • აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

    ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge