NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ადგილები თბილისში, სადაც ჰაერი მეტადაა დაბინძურებული

ადგილები თბილისში, სადაც ჰაერი მეტადაა დაბინძურებული

18 ივლ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, საზოგადოება 990 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

როგორია მონიტორინგის სისტემა საქართველოში ჰაერის ხარისხის შესასწავლად? როგორია მონიტორინგის შედეგები: რამდენადაა დაბინძურებული ჰაერი ჩვენს ქვეყანაში? – ამ საკითხებთან დაკავშირებით, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოე მეგრელიშვილმა ისაუბრა.

როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში ჰაერის მთავარი დამბინძურებელია აზოტის დიოქსიდი და მყარი ნაწილაკები, ანუ მტვერი.
მისი თქმით, აზოტის დიოქსიდის უმთავრესი წყაროა ავტოტრანსპორტი, ესაა წვის პროდუქტი. როგორც მეგრელიშვილმა განმარტა, რაც უფრო გაუმართავი და მოძველებულია ავტოპარკი, მით უფრო დიდია ეს პრობლემა. მისივე თქმით, ჩვენი ავტოპარკის ასაკის და ტექნიკური გამართულობის გათვალისწინებით, ლოგიკური შედეგია ის, რომ აზოტის დიოქსიდი პრობლემურია.
რაც შეეხება მყარ ნაწილაკებს, მტვერს, მეგრელიშვილის განმარტებით, ამის მთავარი წყარო დედაქალაქში არის სამშენებლო სექტორი, ასევე ღია გრუნტი. მისი თქმით, გაზონით დაფარულობა არის ძალიან მცირე და ეს ამტვერების წყარო ხდება.

„ჰაერის ხარისხის მონიტორინგს გარემოს ეროვნული სააგენტო აწარმოებს. დედაქალაქში განთავსებულია 4 ავტომატური თანამედროვე მონიტორინგის სადგური, რომელიც თავისი რაოდენობის მიხედვით აკმაყოფილებს შესაბამისი ევროდირექტივის მოთხოვნებს ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის და ჰაერის ხარისხის კუთხით. ინფორმაცია, რა თქმა უნდა, საჭიროებს დამატებით დამუშავებას. გარდა ამისა, ყოველკვარტალურად სააგენტო ატარებს ინდიკატორულ გაზომვებს, სეზონების მიხედვით. ქალაქის დაახლოებით 25 წერტილში თავსდება შესაბამისი სინჯისამღები მოწყობილობა, რომელიც შემდგომ იგზავნება ბრიტანეთის აკრედიტებულ ლაბორატორიაში და იქ ხდება მისი ანალიზი და პასუხების მიღება.

რაც შეეხება დედაქალაქის გარეთ მონიტორინგის ქსელს-ეტაპობრივად ვაუმჯობესებთ. შარშან 1 წლის წინ დავამონტაჟეთ ავტომატური მონიტორინგის სადგური ქუთაისში, მონიტორინგის სადგურები გვაქვს 2016 წლიდან ბათუმში, ჭიათურაში. ეტაპობრივად ვაფართოებთ ქსელს, სრულ მოდერნიზაციას ვაკეთებთ. თუმცა, აუცილებელია მოდელირების სისტემის დანერგვა. ძალიან რთული პროცესია, დიდ ადამიანურ და ფინანსურ რესურსს მოითხოვს. იმედი გვაქვს, შევძლებთ ამ სისტემის გამართვას“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისი თქმით, ყველა მონიტორინგის მონაცემი, როგორც ავტომატური, ისე ინდიკატორული გაზომვები გვიჩვენებს, რომ ჰაერის მთავარი დამბინძურებელი არის 2, თუ ერთეულ, კონკრეტულ წერტილებს არ გამოვყოფთ, რომელიც მაგალითად ზესტაფონია, სადაც მანგანუმის დიოქსიდია მთავარი პრობლემა.

„დანარჩენ ტერიტორიაზე მთავარი დამბინძურებელია აზოტის დიოქსიდი და მყარი ნაწილაკები, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, მტვერი. თუმცა, ეს მთლად მტვერი არ არის. ვაკვირდებით უწყვეტ მონიტორინგის რეჟიმში ძალიან წვრილი ზომის მყარ ნაწილაკს PM 2.5 -ს და ცოტა უფრო მსხვილი ზომის მყარ ნაწილაკს PM10-ს. საბედნიეროდ, PM 2.5 არ არის ისეთი პრობლემური, როგორც PM10. PM 2.5 გაცილებით უფრო საზიანოა ადამიანის ჯანმრთლობისთვის, რადგან რაც უფრო წვრილია ნაწილაკი, მით უფრო ღრმად აღწევს ადამიანის ორგანიზმში, ბრონქებში.

PM10-თან ძალიან სერიოზული გამოწვევა გვაქვს, დედაქალაქში განსაკუთრებით. წერეთელზე ვიმყოფებით და ამ ქუჩაზე წლის განმავლობაში თუ ევროდირექტივით დასაშვებია დღიური ნორმის მხოლოდ 35 დღე გადაჭრაბება, წერეთელზე ფიქსირდება 200-ზე მეტი დღე. ქუთაისშიც ფიქსირდება PM10-ის ნორმების გადაჭარბება.

რაც შეეხება აზოტის ორჟანგს – 25 წერტილიდან 20 წერტილში ფიქსირდება ნორმაზე გადაჭარბება. ოთხივე კვარტლის განმავლობაში 2017 წელს დაფიქსირდა მაღალი მაჩვენებლი იმ ტერიტორიებზე, სადაც ძალიან ინტენსიურია მოძრაობა, მაგალითად სპორტის სასხლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მელიქიშვილზე, ისნის მეტროსთან, სადაც ძალიან გადატვირთულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იქ აზოტის დიოქსიდის მაღალი მაჩვენებლი დაფიქსირდა“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.

კომენტარები

მონიტორინგი ნოე მეგრელიშვილი ჰაერი 2018-07-18
Tags მონიტორინგი ნოე მეგრელიშვილი ჰაერი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება

შემდეგი სტატია

დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება

მსგავსი სტატიები

ქარდავას ადვოკატი: არანაირი საბუთი არ ჰქონია, შეიძლება საერთოდაც არ არის მეგის ქარდავა

ქარდავას ადვოკატი: არანაირი საბუთი არ ჰქონია, შეიძლება საერთოდაც არ არის მეგის ქარდავა

03 ნოე 2017
დათო მაღრაძე: ბატონმა ღარიბაშვილმა საკუთარ ხალხს გულახდილად მიმართა

დათო მაღრაძე: ბატონმა ღარიბაშვილმა საკუთარ ხალხს გულახდილად მიმართა

ნინო ჩხეიძე 26 თებ 2022

მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქვეყანა დასახელდა

06 სექ 2017

უახლესი ამბები

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

  • თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

    თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

  • ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

    ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

  • სალომე სამადაშვილი: წულუკიანს თუ სურს პროკურორის ფუნქციები შეითავსოს, შეუძლია დაიწყოს გამოძიება ზურაბ აბაშიძესთან გასაუბრებით, თუ რა ბედი ეწვია იმ ნახატებს, რომელიც ბრიუსელში მისი ელჩობის პერიოდშია ჩატანილი

    სალომე სამადაშვილი: წულუკიანს თუ სურს პროკურორის ფუნქციები შეითავსოს, შეუძლია დაიწყოს გამოძიება ზურაბ აბაშიძესთან გასაუბრებით, თუ რა ბედი ეწვია იმ ნახატებს, რომელიც ბრიუსელში მისი ელჩობის პერიოდშია ჩატანილი

  • სანდრო ბრეგაძე: ჯაბა იოსელიანს თავის წიგნში ნათლად აქვს აღწერილი, ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ როგორ ჩაცხრილეს ავტობუსში უირაღო ზვიად გამსახურდიას მომხრეები

    სანდრო ბრეგაძე: ჯაბა იოსელიანს თავის წიგნში ნათლად აქვს აღწერილი, ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ როგორ ჩაცხრილეს ავტობუსში უირაღო ზვიად გამსახურდიას მომხრეები

  • სალომე სამადაშვილი:  წულუკიანს წესით უნდა ვუჩივლო, მაგრამ … ქალბატონო თეა, მომავალში, სანამ რამე სისულელეს წამოაყრანტალებთ, კარგად დაფიქრდით

    სალომე სამადაშვილი: წულუკიანს წესით უნდა ვუჩივლო, მაგრამ … ქალბატონო თეა, მომავალში, სანამ რამე სისულელეს წამოაყრანტალებთ, კარგად დაფიქრდით

  • გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”  (ვიდეო)

    გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” (ვიდეო)

  • რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

    რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

  • შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

    შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

  • ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

    ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge