საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, განცხადება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, პირდაპირი მუქარაა. ვოლსკის თქმით, პუტინს დაპყრობითი პოლიტიკა აქვს და მისი ხედვაც ასეთია.
„რუსეთის პრეზიდენტის განცხადება პირდაპირი მუქარაა, რადგან პუტინი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს უპირისპირდება“, – აცხადებს გია ვოლსკი.
მისივე თქმით, საქართველოს გაწევრიანება ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში არ იქნება არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული.
„ჩვენი ერთადერთი მისწრაფებაა, ვიყოთ უზრუნველყოფილი უსაფრთხოებით გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა არ შეეხოს საქართველოს ის აგრესია, რაც ჩვენ დღევანდელ ჩრდილოვან მეზობელს გააჩნია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
კომენტარები