NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»შსს-მ ფონიჭალაში და ყარაჯალაში 7 ნარკორეალიზატორი დააკავა

შსს-მ ფონიჭალაში და ყარაჯალაში 7 ნარკორეალიზატორი დააკავა

17 ივლ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 1220 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში და ყარაჯალაში 7 ნარკორეალიზატორი დააკავა. ამის შესახებ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 13-16 ივლისს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში და გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით 7 პირი დააკავეს.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიმდინარე წელს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება 1983 წელს დაბადებული გ.მ-ს, 1983 წელს დაბადებული კ.რ-ს, 1952 წელს დაბადებული გ.რ-ს, 1995 წელს დაბადებული თ.ნ-ს, 1983 წელს დაბადებული შ.ხ-ს, 1977 წელს დაბადებული რ.ი-ს და 1966 წელს დაბადებული თ.ა-ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე.

გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირებისგან სხვადასხვა დროს გაცემული სასამართლო განჩინებების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა.

დაკავებულთა საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა 18 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, 2 პისტოლეტი, სანადირო თოფი, 2 ცალი ე.წ. „ინსულინის“ შპრიცი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი სითხით, მინის ფლაკონი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ ნალექით, ნარკოტიკული საშუალება “ბუპრენორფინის” შემცველი პრეპარატი “სუბოტექსი”, 10 010 ლარი, 26 200 აშშ დოლარი და 65 000 რუსული რუბლი ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

კომენტარები

დაკავება მამუკა ჭელიძე ნარკოდანაშაული ნარკორეალიზატორი ფონიჭალა ყარაჯალა შსს 2018-07-17
Tags დაკავება მამუკა ჭელიძე ნარკოდანაშაული ნარკორეალიზატორი ფონიჭალა ყარაჯალა შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი კობახიძე: ღიაობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის ნაწილი გახდა

შემდეგი სტატია

„ჩემს ინიციატივას მაშინ უფრო მეტი მხარდაჭერა რომ ჰქონოდა, შეიძლება ეს ტრაგედია თავიდან აგვეცილებინა“

მსგავსი სტატიები

გიორგი ვოლსკი ფრანგ სენატორს შეხვდა

სოსო ელისაშვილი 11 ოქტ 2018
„თან ამ ნაგავთან მეგობრობდე და თან კაი ტიპი იყო, არ გამოვა“

„თან ამ ნაგავთან მეგობრობდე და თან კაი ტიპი იყო, არ გამოვა“

სოსო ელისაშვილი 20 მარ 2018
ეროვნული ბანკის მოთხოვნა და გაუფასურებული აქციები – “კურიერის” ინფორმაციით, “თიბისი ჯგუფში” საგანგებო თათბირი იწყება

ეროვნული ბანკის მოთხოვნა და გაუფასურებული აქციები – “კურიერის” ინფორმაციით, “თიბისი ჯგუფში” საგანგებო თათბირი იწყება

15 თებ 2019

უახლესი ამბები

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

  • 5 გამოგონება, რომელმაც სამყარო შეცვალა

    5 გამოგონება, რომელმაც სამყარო შეცვალა

  • დღე ისტორიაში – 31 იანვარი

    დღე ისტორიაში – 31 იანვარი

  • ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერს, კარლ ნეჰამერს ვახშამზე უმასპინძლა

    ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერს, კარლ ნეჰამერს ვახშამზე უმასპინძლა

  • სალომე ზურაბიშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა

    სალომე ზურაბიშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა

  • “ნახევარ თბილისს რომ დუდუ შეუყვარდა, იმ გოგომ აქეთ დაიწყო დევნა, არა, ზედმეტი არაფერი გაუკეთებია, ძალიან გულწრფელი ადამიანია…”

    “ნახევარ თბილისს რომ დუდუ შეუყვარდა, იმ გოგომ აქეთ დაიწყო დევნა, არა, ზედმეტი არაფერი გაუკეთებია, ძალიან გულწრფელი ადამიანია…”

  • ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ჩვეულებრივი აგენტია – იმასაც კი არ ეკითხებიან, რა მიზნისთვის ჩაჰყავთ სხვა ქვეყანაში, მოათავსეს კონტეინერში და გამოუშვეს

    ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ჩვეულებრივი აგენტია – იმასაც კი არ ეკითხებიან, რა მიზნისთვის ჩაჰყავთ სხვა ქვეყანაში, მოათავსეს კონტეინერში და გამოუშვეს

  • ხორვატიის პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი: ყირიმი აღარასოდეს იქნება უკრაინა. ასე ამბობენ წამყვანი გერმანელი გენერლები…

    ხორვატიის პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი: ყირიმი აღარასოდეს იქნება უკრაინა. ასე ამბობენ წამყვანი გერმანელი გენერლები…

  • ვოლოდიმირ ზელენსკი მიკოლაივში ჩავიდა

    ვოლოდიმირ ზელენსკი მიკოლაივში ჩავიდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge