NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქართველოს პრემიერმინისტრმა სერბ კოლეგას მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა

საქართველოს პრემიერმინისტრმა სერბ კოლეგას მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა

17 ივლ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 480 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე სერბეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ანა ბრნაბიჩს შეხვდა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე – ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას, რისთვისაც მხარეებმა მზადყოფნა დაადასტურეს.

მთავრობის მეთაურმა ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და სერბ კოლეგას „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა ინსტიტუციების განვითარების, გამჭვირვალობისა და მმართველობის გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და აღნიშნა, რომ საქართველო რეფორმების კუთხითრეგიონში ლიდერია. პრემიერის თქმით, საქართველოს ასევე წამყვან რეფორმატორ ქვეყნად აფასებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლის გათვლებით ქვეყანა ეკონომიკური ზრდის კუთხითაც მოწინავეგახდება.

შეხვედრისას საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში გამოცდილების ურთიერთგაზიარების მნიშვნელობას. კერძოდ, სერბეთი საგადასახადო სისტემის გამარტივების კუთხით საქართველოს გამოცდილებასეცნობა.

ქართველ კოლეგას ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლები და „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტის მასპინძლობა მიულოცა სერბეთის პრემიერმინისტრმა და საქართველო-სერბეთის ორმხრივიურთიერთობების განვითარების იმედი გამოთქვა.

„ბევრი მსმენია საქართველოს და თბილისის შესახებ და მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. სასიამოვნოა, რომ ვარ სერბეთის პირველი პრემიერმინისტრი, რომელიც საქართველოს ეწვია. „ღია მმართველობისპარტნიორობის“ სამიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. ჩემთვის ცნობილია, რომ თქვენ აგრეთვე გაქვთ მთლიანი შიდა პროდუქტისზრდის ძალიან კარგი მაჩვენებლები და მინდა, მოგილოცოთ“, – მიმართა სერბეთის პრემიერმა მამუკა ბახტაძეს.

საქართველოსა და სერბეთის პრემიერმინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

ანა ბრნაბიჩი მამუკა ბახტაძე საქართველო სერბეთი 2018-07-17
Tags ანა ბრნაბიჩი მამუკა ბახტაძე საქართველო სერბეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ევროკავშირმა და იაპონიამ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

შემდეგი სტატია

ზაზა სარალიძე მთავარ პროკურატურაში შეხვედრას მართავს

მსგავსი სტატიები

პლანეტის ყველაზე ცნობილი მოგზაური კატა

15 სექ 2017
ჩვენ არ ვზოგავთ ძალას უცხოელ პარტნიორებთან ერთად, რომ ანაკლიის პროექტი არ გაჩერდეს –

ჩვენ არ ვზოგავთ ძალას უცხოელ პარტნიორებთან ერთად, რომ ანაკლიის პროექტი არ გაჩერდეს –

ირაკლი შალიკაშვილი 10 იან 2020
ნუ ცდილობთ ეს თემები დაუკავშიროთ ერთმანეთს – ბახტაძე მამუკა ხაზარაძის საქმეზე და ანაკლიის პორტზე საუბრობს

ნუ ცდილობთ ეს თემები დაუკავშიროთ ერთმანეთს – ბახტაძე მამუკა ხაზარაძის საქმეზე და ანაკლიის პორტზე საუბრობს

ირაკლი შალიკაშვილი 26 ივლ 2019

უახლესი ამბები

  • ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

    ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

  • ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

    ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

  •  კახა კახიშვილი: თქვენ გგონიათ, რომ ყველა გახარიას გაჰყვება?!

     კახა კახიშვილი: თქვენ გგონიათ, რომ ყველა გახარიას გაჰყვება?!

  • ლილი ფოფხაძე – უკარება

    ლილი ფოფხაძე – უკარება

  • “არ გაბედოთ ამ ბიჭის გაშავებაა! არ გაბედოთ ამ ქართველ ვაჟკაცზე შავი პიარის აგორება!”

    “არ გაბედოთ ამ ბიჭის გაშავებაა! არ გაბედოთ ამ ქართველ ვაჟკაცზე შავი პიარის აგორება!”

  • “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

    “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

  • რობერტ სტურუა: დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ!

    რობერტ სტურუა: დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ!

  • Gucci x Balenciaga ახალი კოლექცია

    Gucci x Balenciaga ახალი კოლექცია

  • სანამ ოპოზიცია არ დაინახავს რეალურ გადადგმულ ნაბიჯებს, მხოლოდ კობახიძის განცხადებების საფუძველზე საუბარი გაგვიჭირდება

    სანამ ოპოზიცია არ დაინახავს რეალურ გადადგმულ ნაბიჯებს, მხოლოდ კობახიძის განცხადებების საფუძველზე საუბარი გაგვიჭირდება

  • საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენად დაუჭერს მხარს გიორგი გახარიას აბსოლუტურად უდროო დროს გასვლას, უკან გადადგმულ ნაბიჯს და პასუხისმგებლობის ვერ აღებას

    საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენად დაუჭერს მხარს გიორგი გახარიას აბსოლუტურად უდროო დროს გასვლას, უკან გადადგმულ ნაბიჯს და პასუხისმგებლობის ვერ აღებას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge