NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მწვანე ქალაქმა ლისზე რეზო გელაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალს უმასპინძლა

მწვანე ქალაქმა ლისზე რეზო გელაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალს უმასპინძლა

17 ივლ 2018 ახალი ამბები, ბიზნესი, კულტურა 980 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მწვანე ქალაქმა ლისზე რეზო გელაშვილის სახელობის პარკში, თიბისის მხარდაჭერით, ქალაქური სიმღერების ყოველწლიურ ფესტივალს უმასპინძლა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ანსამბლებმა: „შვიდკაცა“, „ოთხი გია“, „მუხამბაზი“, „ჰანგები“, „რონი“, „ცისფერი ტრიო“, „ბალადა“, ნუგზარ კვაშალის ტრიო და „ნონაკორდი“. საღამოს მომღერლის მეგობრები, საზოგადო მოღვაწეები და ქალაქური სიმღერების მოყვარულები ესწრებოდნენ.

რეზო გელაშვილი წლების განმავლობაში ზაზა ვეფხვაძესთან და ზურაბ ცქიტიშვილთან ერთად ტრიო „სიმში“ მღეროდა. ახალგაზრდა მეგობრების ერთად შესრულებული პირველი კომპოზიცია ირაკლი აბაშიძის ლექსის მიხედვით, ოთარ რამიშვილის შექმნილი სიმღერა – „წუხელ თოვდა“ იყო. 1991 წელს ტრიომ პირველი აუდიოკასეტა, სახელწოდებით „რეტრო“ ჩაწერა, რომელიც კინოფილმებიდან ქართველი კომპოზიტორების შექმნილ კომპოზიციებს აერთიანებდა. 28 წლის განმავლობაში კი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჩაატარა კონცერტი. ტრიო „სიმის“ მუსიკალური რეპერტუარიდანაა ისეთი ცნობილი ქალაქური სიმღერები, როგორებიცაა: „ქუთაისო ჩემო“, „თუთა“, „ღვინის აღმართი“, „კესანები“ და სხვა.

2011 წელს, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ ტრიო „სიმის“ ვარსკვლავი გაიხსნა.

რეზო გელაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალი მესამე წელია ტარდება. თარიღი საგანგებოდ შეირჩა და ის რეზო გელაშვილის დაბადების დღეს ეძღვნება. მომღერალს 13 ივლისს 65 წელი შეუსრულდებოდა.

[R]

კომენტარები

თიბისი ლისი 2018-07-17
Tags თიბისი ლისი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მცხეთის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

შემდეგი სტატია

„არცერთ სხვა პრეზიდენტს ასე არ დაუმცირებია თავი ტირანის წინაშე“ – ტრამპი კრიტიკის ქარცეცხლში

მსგავსი სტატიები

იმედია, ჩემს დაბრუნებამდე ივანიშვილი ქვეყანას არ დააქცევს – ნათელაშვილი ვაშინგტონში გაემგზავრა

იმედია, ჩემს დაბრუნებამდე ივანიშვილი ქვეყანას არ დააქცევს – ნათელაშვილი ვაშინგტონში გაემგზავრა

სოსო ელისაშვილი 09 მაი 2019

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

სოსო ელისაშვილი 09 ოქტ 2018
WONDER WOMAN 2 – ს კიდევ ერთი ცნობილი ვარსკვლავი უერთდება

WONDER WOMAN 2 – ს კიდევ ერთი ცნობილი ვარსკვლავი უერთდება

სოსო ელისაშვილი 29 მარ 2018

უახლესი ამბები

  • მდინარაძე: ახლა სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ

    მდინარაძე: ახლა სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ

  • იაგო ხვიჩია: ფეხბურთის ენაზე რომ ვთქვათ, „ქართულმა ოცნებამ“ მყესები დაიწყვიტა არაფრისგან და რატომ არ ცდილობს „ნაცმოძრაობა“ გოლის გატანას, სად არიან?

    იაგო ხვიჩია: ფეხბურთის ენაზე რომ ვთქვათ, „ქართულმა ოცნებამ“ მყესები დაიწყვიტა არაფრისგან და რატომ არ ცდილობს „ნაცმოძრაობა“ გოლის გატანას, სად არიან?

  • მამუკა მდინარაძე: ტყუილია ის, რომ შალვა პაპუაშვილმა იმ ბავშვებს, როლებიც იქ იდგნენ, უწოდა 1000 ლარიანი – მას ჰქონდა კონკრეტულ ქეისებზე საუბარი

    მამუკა მდინარაძე: ტყუილია ის, რომ შალვა პაპუაშვილმა იმ ბავშვებს, როლებიც იქ იდგნენ, უწოდა 1000 ლარიანი – მას ჰქონდა კონკრეტულ ქეისებზე საუბარი

  • როსტომ ჩხეიძე: დასავლური კურსის შეცვლა ყოვლად წარმოუდგენელია, რადგანაც: ჩვენ რა თქმა უნდა არ ვართ რუსები!

    როსტომ ჩხეიძე: დასავლური კურსის შეცვლა ყოვლად წარმოუდგენელია, რადგანაც: ჩვენ რა თქმა უნდა არ ვართ რუსები!

  • გიგა ბოკერია: ვადამდელ არჩევნებს ვემხრობოდი ორი წლის წინ

    გიგა ბოკერია: ვადამდელ არჩევნებს ვემხრობოდი ორი წლის წინ

  • ხათუნა სამნიძე ეკა სეფაშვილს: მგონი ცუდად ხარ, იცი?! ძალიან მძიმე დღეები გამოიარეთ, მესმის, მაგრამ არ გჭირდებათ ნერვიულობა (ვიდეო)

    ხათუნა სამნიძე ეკა სეფაშვილს: მგონი ცუდად ხარ, იცი?! ძალიან მძიმე დღეები გამოიარეთ, მესმის, მაგრამ არ გჭირდებათ ნერვიულობა (ვიდეო)

  • ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

    ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

  • წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

    წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

  • ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

    ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

    ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge