NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მინდელის სახელობის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად 4 ადამიანია დაღუპული

მინდელის სახელობის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად 4 ადამიანია დაღუპული

16 ივლ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, საზოგადოება, სამართალი 929 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარ შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, მათივე ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

„მიმდინარე წლის 16 ივლისს, გამთენიისას, „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში,  რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები, სამაშველო სამსახური  და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში,  სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატებმა – 1961 წელს დაბადებულმა მ.ლ-მ, 1963 წელს დაბადებულმა მ.გ.-მ, 1988 წელს დაბადებულმა ლ.ფ-მ და 1961 წელს დაბადებულმა ი.ქ-მ, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.
სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით კი საავადმყოფოში გადაიყვანეს   –  1981 წელს დაბადებული მ.ს., 1965 წელს დაბადებული დ.ბ, 1981 წელს დაბადებული გ.მ, 1981 წელს დაბადებული მ.ა, 1995 წელს დაბადებული ნ.ბ და 1988 წელს დაბადებული გ.ა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს“,-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

გარდაცვლილი მეშახტე მინდელის სახელობის შახტი ტყიბულის შახტი შსს 2018-07-16
Tags გარდაცვლილი მეშახტე მინდელის სახელობის შახტი ტყიბულის შახტი შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ცნობილია გუნდი, რომელშიც ზინედინ ზიდანის უფროსი შვილი ითამაშებს

შემდეგი სტატია

მთავარი პროკურორობის კანდიდატს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უსმენენ

მსგავსი სტატიები

„ვულოცავ უკრაინას“

05 დეკ 2017
„თბილსერვის ჯგუფმა“ ნარიყალა, ლეღვთახევი, აბანოთუბანი  ნარჩენებისგან მთლიანად გაწმინდა

„თბილსერვის ჯგუფმა“ ნარიყალა, ლეღვთახევი, აბანოთუბანი ნარჩენებისგან მთლიანად გაწმინდა

30 ივნ 2018
“კლინიკებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის,  დღევანდელი მონაცემებით, 127 სპეციალური საარჩევნო უბანი შეიქმნა”

“კლინიკებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, დღევანდელი მონაცემებით, 127 სპეციალური საარჩევნო უბანი შეიქმნა”

ირაკლი შალიკაშვილი 19 ოქტ 2020

უახლესი ამბები

  • ბორის ნემცოვი უკრაინასთან ომის შესახებ (2014წლის ჩანაწერი)

    ბორის ნემცოვი უკრაინასთან ომის შესახებ (2014წლის ჩანაწერი)

  • დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

    დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილის სახელით სპეკულირება მიუღებელია

    ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილის სახელით სპეკულირება მიუღებელია

  • არას­რულ­წლო­ვა­ნის დედას არ სჯერა, რომ ბიძამ მისი 7 წლის შვილი გააუპატიურა

    არას­რულ­წლო­ვა­ნის დედას არ სჯერა, რომ ბიძამ მისი 7 წლის შვილი გააუპატიურა

  • ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • კალაძე: მოგვიწოდებენ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ მოსახლეობას და სამშობლოს – მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა

    კალაძე: მოგვიწოდებენ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ მოსახლეობას და სამშობლოს – მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა

  • კახა კალაძე: ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს

    კახა კალაძე: ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს

  • შოთა გულბანი: თუკი საქართველო აკრძალავდა სავაჭრო და ფულადი გზავნილების არხებს რუსეთთან, 2022 წლის ეკონომიკისთვის ფატალური შედეგების მომტანი იქნებოდა

    შოთა გულბანი: თუკი საქართველო აკრძალავდა სავაჭრო და ფულადი გზავნილების არხებს რუსეთთან, 2022 წლის ეკონომიკისთვის ფატალური შედეგების მომტანი იქნებოდა

  • რადგან…  სამშობლო აირჩია!

    რადგან… სამშობლო აირჩია!

  • ნინო ნადირაძე: ახალ წელს პერსონალს გაუმასპინძლდა საჭმლით, ვიცი, რომ სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა საცივი, გამახარა ჩემმა პერსონალმა, გემრიელად მიირთვა და ჩვენც გაგვიმასპინძლდაო

    ნინო ნადირაძე: ახალ წელს პერსონალს გაუმასპინძლდა საჭმლით, ვიცი, რომ სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა საცივი, გამახარა ჩემმა პერსონალმა, გემრიელად მიირთვა და ჩვენც გაგვიმასპინძლდაო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge