NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მამუკა ბახტაძე: ჩვენ გვჭირდება შრომის დაცვის მაღალი სტანდარტები, ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა არაფერი დგას

მამუკა ბახტაძე: ჩვენ გვჭირდება შრომის დაცვის მაღალი სტანდარტები, ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა არაფერი დგას

16 ივლ 2018 ახალი ამბები 402 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩვენ გვჭირდება შრომის დაცვის მაღალი სტანდარტები; 1-ლი აგვისტოდან შესაბამისი სამინისტრო იწყებს ძალიან მნიშნელოვან პროგრამას, რომელიც იმედს მაძლევს, რომ ეს პრობლემა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგედიის კომენტირებისას განაცხადა.

პრემიერმა  ამ ძალიან მძიმე წუთებში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

„დღეს საქართველოში გლოვის დღე გვაქვს, ჩვენი მოქალაქეები დაიღუპნენ ტყიბულში. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა შახტი დაიხურება. ადამიანის და მოქალაქის სიცოცხლეზე მაღლა არაფერი დგას. ეს შახტები დაიხურება მანამ, ვიდრე სრულფასოვნად არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი ძიება, ასევე – საერთაშორისო ტექნიკური ექსპერტიზა ამ შახტების მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, აუცილებლად დავადგენთ, შეასრულა თუ არა კომპანიამ აქამდე გაცემული რეკომენდაციები. ამ მიმართულებით, შესაბამისი დავალებები მიცემული აქვს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომლებსაც ისინი აუცილებლად შეასრულებენ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს კომპანიასთან და შახტში დასაქმებული ადამიანები სახელფასო ანაზღაურებას ჩვეულებრივად მიიღებენ.

„ეს იქნება ყველანაირი წყაროდან, როგორც კომპანიის, ასევე – სხვა, მაგრამ რაც მთავარია, ისინი აუცილებლად მიიღებენ სახელფასო შემოსავალს. ჩვენ გვჭირდება შრომის დაცვის მაღალი სტანდარტები. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ეს უნდა ეხებოდეს ყველა სფეროს, ადამიანის უფლებებით დაწყებული, მომხმარებელთა უფლებების დაცვით, მათ შორის, რა თქმა უნდა შრომის პირობებით დასრულებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს სტანდარტი საქართველოში აუცილებლად უნდა დავამკვიდროთ. რაც შეეხება შრომის დაცვის სტანდარტებს, აქ ჩვენ უნდა გვქონდეს მოთხოვნა, დავაკმაყოფილოთ ევროპული სტანდარტი. ეს ბევრ საწარმოში, თქვენ ჩემზე უკეთ იცით, არ იყო. ასე გაგრძელება არ შეიძლება. როდესაც ჩვენ ადამიანის სიცოცხლეზე ვსაუბრობთ, ამაზე მაღლა არაფერი დგას. ჩვენ გვჭირდება შესაბამისი სტანდარტები, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო. 1-ლი აგვისტოდან პროფილური სამინისტრო ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებებს იწყებს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ერთ დღეში შეიძლება შევცვალოთ ის ძალიან მძიმე სტატუს-კვო რაც წლების განმავლობაში დაგროვდა, მაგრამ ამის დაწყება და პრინციპული გატარება მნიშვნელოვანია, რასაც ევროპელი დონორების მხარდაჭერით აუცილებლად გავაკეთებთ”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

 

კომენტარები

მამუკა ბახტაძე 2018-07-16
Tags მამუკა ბახტაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სუბარი: სანამ შახტები იქნება დახურული, მანამდე თითოეული მეშახტე მიიღებს ხელფასს

შემდეგი სტატია

მამუკა ბახტაძე – ის, რომ საქართველო ყოველთვის ღირსეულად უმკლავდება ძალიან მძიმე გამოწვევებს, ჩვენი გმირი ჯარისკაცების დამსახურებაა

მსგავსი სტატიები

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი 31 დეკემბრის 21:00 საათიდან ადმინისტრაციულ საზღვრებს კეტავს

31 დეკ 2017
ვახტანგ შაქარიშვილი: „პარკირების სისტემის ადმინისტრირება მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული იქნება“

ვახტანგ შაქარიშვილი: „პარკირების სისტემის ადმინისტრირება მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული იქნება“

სოსო ელისაშვილი 13 მარ 2018

„დღეს მიმდინარეობს იმ ადამიანის სასამართლო, ვისგანაც ეს ყველაფერი მოდიოდა“

22 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ლილი ფოფხაძე – ციცქნა

    ლილი ფოფხაძე – ციცქნა

  • მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

    მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

  • ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

    ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

  • რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

    რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

  • ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

    ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

  • არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

    არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

  • პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

    პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge