NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გახარია: „მსგავსი საქციელის ჩამდენი პოლიციელების ადგილი შსს-ში არ არის“

გახარია: „მსგავსი საქციელის ჩამდენი პოლიციელების ადგილი შსს-ში არ არის“

15 ივლ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა, სამართალი 788 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს ბოლო, დაზუსტებული ინფორმაცია მიაწოდა კოკა კობალაძის ბინაში პოლიციელების ყოფნის ფაქტთან დაკავშირებით. მისი თქმით, მართლაც დადასტურდა, რომ კობალაძის ბინაში პოლიციელები იმყოფებოდნენ და მათ ეს ფაქტი დამალეს.

„გუშინ დეპუტატებმა დასვეს კითხვა ერთ-ერთ კონკრეტულ „ქეისთან“ დაკავშირებით, ეს გახლავთ კოკა კობალაძის ქეისი და მე ამ თემასთან დაკავშირებით დღეს მინდა გავაკეთო კონკრეტული განმარტება. მოგეხსენებათ ამ ახალგაზრდა ადამიანმა გააკეთა განცხადება, რომ მასთან იმყოფებოდნენ პოლიციელები და მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

გუშინ, გუშინწინ გენერალური ინსპექციის მუშაობის შედეგად მართლაც დადასტურდა ფაქტი, რომ მასთან იმყოფებოდნენ პოლიციის წარმომადგენლები, კერძოდ, გლდანი-ნაძალადევის განყოფილების ორი თანამშრომელი, რომლებმაც ეს ვიზიტის ფაქტი დამალეს. ეს ფაქტი გუშინ გენერალური ინსპექციის მუშაობის შედეგად დადგინდა და იმის გამო, რომ მსგავსი ქმედება აბსოლუტურად მიუღებელია სისტემისთვის, ჩვენ გამოვიყენებთ დისციპლინური დასჯის უმკაცრეს ზომას – ეს ორი თანამშრომელი, მათი უშუალო ხელმძღვანელი და თბილისის პოლიციის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ხელმძღვანელი დათხოვილი იქნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან, მსგავს საქციელის ჩამდენი პოლიციელების ადგილი შინაგან საქმეთა სამინისტროში არ არის.

გარდა ამისა, ყველა მასალა რომელიც იქნა მოპოვებული გენისპექციის მიერ, გადაეცა საქართველოს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად ითანამშრომლებს მთავარ პროკურორთან თუ მსგავსი ფაქტი, რომელზეც ახალგაზრდა, კონკრეტულად კოკა კობალაძე მიუთითებს, დადასტურდება“, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

გლდანი-ნაძალადევი კოკა კობალაძე პოლიციელები შსს 2018-07-15
Tags გლდანი-ნაძალადევი კოკა კობალაძე პოლიციელები შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შსს-მ სამეგრელოში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შემდეგი სტატია

შსს-მ ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ჯგუფურად ჩადენილი იძულების და გამოძალვის ფაქტები გახსნა

მსგავსი სტატიები

ვაჟა-ფშაველას გამზირზე კილომეტრიანი ხეივნის  კეთილმოწყობა დასრულდა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე კილომეტრიანი ხეივნის კეთილმოწყობა დასრულდა

23 სექ 2017
ჭიაბერაშვილი კვირიკაშვილს: ეხება თუ არა ბრუნვის ზღვარის აწევა დღგ-ს?

ჭიაბერაშვილი კვირიკაშვილს: ეხება თუ არა ბრუნვის ზღვარის აწევა დღგ-ს?

16 თებ 2018

დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი შეიცვლება

19 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად  აღინიშნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

  • ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

    ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

  • დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

    დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge