NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მდინარე ნენსკრას აუზში, სტიქიური პროცესების გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით ანგარიში მომზადდა

მდინარე ნენსკრას აუზში, სტიქიური პროცესების გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით ანგარიში მომზადდა

14 ივლ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, საზოგადოება 1361 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ მდინარე ნენსკრას აუზში, სტიქიური პროცესების გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით ანგარიში მომზადდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა მდინარე ნენსკრას ხეობაში უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლას, ასევე მაღალი ატმოსფერული ტემპერატურების ფონზე ნარჩენი თოვლისა და მყინვართა დნობის აქტიურ პროცესს.

„ჭარბნალექიანობამ ხეობაში არსებული მეწყრულ-გრავიტაციული უბნების და ღვარცოფული წყალსადინარების გააქტიურება გამოიწვია, განსაკუთრებით მდინარე ნენსკრას მარჯვენა შენაკადის – მდინარე ოკრილას ხეობაში.

მდინარე ოკრილას დინების ქვედა წელიდან მდინარე ნენსკრას შესართავამდე ადგილი ჰქონდა ღვარცოფული ნაკადებით მყარი ნატანის და მოგლეჯილი ხე-მცენარეების შედეგად ცალკეულ უბნებზე წყლის ნაკადების მოკლევადიან შეგუბებებს, რომელთა მოცულობების ზრდამ და მათი გარღვევის შემდეგ გაზრდილი ენერგიის ხარჯმა მდინარე ნენსკრას დინების ქვემო წელში, განსაკუთრებით დასახლებულ ტერიტორიებზე, ნაპირგარეცხვითი პროცესების ინტენსივობის მკვეთრი ზრდა და დატბორვა გამოიწვია.

სტიქიის შედეგად დეფორმაცია განიცადა, ან მთლიანად დაინგრა მდინარის ჭალაში მდებარე საცხოვრებელი სახლები და დამხმარე ნაგებობები, წაირეცხა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაინგრა რამოდენიმე ხიდი, დაზიანდა საავტომობილო გზების ცალკეული მონაკვეთები და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები.
მდინარე ნენსკრას აუზში ანალოგიური სტიქიური მოვლენებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შერბილების მიზნით, გაიცა შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ მდინარე ნენსკრას აუზში ამჟამად სტაციონალური ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის არ არსებობის გამო სტიქიის პერიოდში აუზში მოსული ნალექების რაოდენობა მიახლოებით შეფასდა სატელიტური და რადარული მონაცემების ინფორმაციის საფუძველზე. შესაბამისად ერთ-ერთი აუცილებელი რეკომენდაციაა, რომ მდ.ნენსკრას აუზში შეიქმნას ბუნებრივ საფრთხეებზე დაკვირვების მონიტორინგული ქსელი. ასევე საჭიროა ნაპირდაცვითი ღონისძიებების განხორციელება“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

ანგარიში მდინარე ნენსკრას ხეობა მეწყრულ-გრავიტაციული უბნები რეკომენდაციები სტიქია 2018-07-14
Tags ანგარიში მდინარე ნენსკრას ხეობა მეწყრულ-გრავიტაციული უბნები რეკომენდაციები სტიქია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სოფელ ზესხოში ხანძარი ლიკვიდირებულია

შემდეგი სტატია

სფეისი ავტორიტეტული საერთაშორისო ფინანსური გამოცემების ყურადღების ქვეშ მოექცა

მსგავსი სტატიები

დაპირისპირება RMG gold-ისა და ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლებს შორის

დაპირისპირება RMG gold-ისა და ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლებს შორის

სოსო ელისაშვილი 19 მარ 2018
ინტერნეტ და ხმოვანი პაკეტები საუკეთესო ფასად ბილაინისგან

ინტერნეტ და ხმოვანი პაკეტები საუკეთესო ფასად ბილაინისგან

25 დეკ 2018

„ეს არჩევნები იყო უკან გადადგმული ნაბიჯი თბილისისთვის“

23 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge