NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»m2-ის მხარდაჭერით ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას სამკითხველო გაიხსნა

m2-ის მხარდაჭერით ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას სამკითხველო გაიხსნა

13 ივლ 2018 ახალი ამბები, ბიზნესი, კულტურა 1084 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას სამკითხველო და ახალი სარეგისტრაციო სივრცე გაიხსნა. მათი შექმნა კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ დააფინანსა. სამკითხველოში წარმოდგენილი იქნება ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების უიშვიათესი, ავტორის სიცოცხლეშივე გამოცემული წიგნები და მისი ხელნაწერები, რაც დარბაზს მუზეუმის ფუნქციასაც მიანიჭებს.

მემორანდუმი ვაჟა-ფშაველას სამკითხველოს შექმნასთან დაკავშირებით კომპანიას „m2 უძრავი ქონება“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გასული წლის 7 პრილს გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნა ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი სარეგისტრაციო სივრცეც, სადაც ბიბლიოთეკის ვიზიტორები საშვების მიღებას კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში შეძლებენ.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი კომპანიის მხარდაჭერით ეროვნულ ბიბლიოთეკას კიდევ ერთი ახალი სივრცე, ვაჟა-ფშაველას სამკითხველო შეემატა, სადაც ბიბლიოთეკის ვიზიტორები მყუდრო და კომფორტულ გარემოში შეძლებენ კითხვას და წვდომა ექნებათ გენიალური ავტორის უიშვიათეს გამოცემებზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ „m2-ის მხარდაჭერით ეროვნულ ბიბლიოთეკას ახალი სარეგისტრაციო სივრცე ექნება“ – განაცხადა m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.

„ვაჟა-ფშაველას დარბაზი ეროვნულ ბიბლიოთეკაში აუცილებელი ამბავი მგონია. ამ აზროვნებისა და გაქანების ადამიანი ჩვენ ორი-სამი თუ გვყავდა და მისი სახელის ქვეყნის უპირველეს წიგნსაცავში შესაბამისი წარმოჩენა ძალიან მახარებს. მით უფრო მნიშვნელოვანი და სიმბოლურია ამ დარბაზის დამოუკიდებლობის დარბაზ-მუზეუმის სივრცეში გაჩენა – ვაჟა თავისუფლების უმთავრესი ქომაგია. სასიამოვნოა, რომ ამ ყველაფერს განახლებული რეგისტრატურაც ემატება და ეს ყველაფერი კერძო ბიზნესის ხელშეწყობით ხდება“ – აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.

[R]

კომენტარები

M² ვაჟა-ფშაველა ირაკლი ბურდილაძე 2018-07-13
Tags M² ვაჟა-ფშაველა ირაკლი ბურდილაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბახტაძე: მზად ვარ, ამ რეფორმების და ინიციატივების დანერგვაზე ავიღო შესაბამისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა

შემდეგი სტატია

თბილისის ბაგა-ბაღებმა 6-თვიანი ანგარიშები წარადგინეს

მსგავსი სტატიები

ბრუნო მარსის კონცერტის ბილეთები TNET-ის Super App-ში გაიყიდება

ბრუნო მარსის კონცერტის ბილეთები TNET-ის Super App-ში გაიყიდება

ნინო ჩხეიძე 19 ივნ 2023

„შეეგუონ იმას, რომ მოუწევთ ოპოზიციაში გადასვლა “

სოსო ელისაშვილი 31 ოქტ 2018
“მე ბა­ბუა აღარ მყავს, სა­ქარ­თვე­ლოს – დიდი ადა­მი­ა­ნი” – ომარ მხე­ი­ძე 88 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

“მე ბა­ბუა აღარ მყავს, სა­ქარ­თვე­ლოს – დიდი ადა­მი­ა­ნი” – ომარ მხე­ი­ძე 88 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

ნინო ჩხეიძე 17 ივლ 2023

უახლესი ამბები

  • დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

  • ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

    ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

    შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

  • შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge