NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„აუცილებელია, საწვავის მიმართულებით გარკვეული ცვლილებები მოხდეს“

„აუცილებელია, საწვავის მიმართულებით გარკვეული ცვლილებები მოხდეს“

13 ივლ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 822 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ გამოთქმულ ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საწვავის ხარისხის ზრდა და ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებების განხორციელება აუცილებელია. მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ აღნიშნა, რომ დედაქალაქში არსებული ვითარება აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

„მინდა გამოვეხმაურო ამ მიმართულებით პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია, საწვავის მიმართულებით გარკვეული ცვლილებები მოხდეს, ანუ ხარისხი ამაღლდეს, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მგონია, რომ რაც შეიძლება მალეა განსახორციელებელი ეს ცვლილება, რომ საქართველოში მაღალი ხარისხის საწვავი შემოვიდეს. განსაკუთრებით, საუბარია დიზელის მიმართულებაზე. ასევე, უნდა შეიზღუდოს დაბალი სტანდარტების ავტომობილების შემოსვლა ქვეყანაში, რაც ასევე, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ახალი ავტომობილების შემოყვანა უნდა წახალისდეს.

„ელექტრომობილებზე ყველანაირი შეზღუდვა მოხსნილია, იმისთვის, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ელექტრომობილი შემოვიდეს. ასევე, ჰიბრიდებზე არის გარკვეული შეღავათები, თუმცა ჯერჯერობით, ძველი ჰიბრიდული ავტომობილები შემოდის, რომელიც მგონია, რომ გარემოსთვის ასევე, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ეს არის ავტომობილები, რომელთა გაყიდვას იმ ქვეყნებში ახდენენ, სადაც ისინი უკვე მოძველებულია“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არსებული ავტოპარკის განახლება მოხდეს და საქართველოში რაც შეიძლება მეტი ახალი ავტომობილი შემოვიდეს.

კომენტარები

დიზელი თბილისი კახა კალაძე მერია საწვავი საწვავის ხარისხი ჰიბრიდული ავტომობილები 2018-07-13
Tags დიზელი თბილისი კახა კალაძე მერია საწვავი საწვავის ხარისხი ჰიბრიდული ავტომობილები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ტრამპი: ბრიტანეთი აშშ-სთან თავისუფალ ვაჭრობას ვერ მიიღებს

შემდეგი სტატია

გიორგი გახარია: „ჩნდება ახალი პერსონაჟი – მართლწესრიგის ოფიცერი“

მსგავსი სტატიები

ლუქსემბურგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

ლუქსემბურგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

23 თებ 2018
ისნის მეტროსთან მოქალაქე გარდაიცვალა

ისნის მეტროსთან მოქალაქე გარდაიცვალა

16 აგვ 2017
თემირლან მაჩალიკაშვილი შესაძლოა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანონ

თემირლან მაჩალიკაშვილი შესაძლოა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანონ

08 იან 2018

უახლესი ამბები

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

  • ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

    ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

  • ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

    ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

  • თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

    თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

  • თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

    თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge