NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას კახა კახიშვილი უხელმძღვანელებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას კახა კახიშვილი უხელმძღვანელებს

12 ივლ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 1927 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას კახა კახიშვილი უხელმძღვანელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ახალი უფროსი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე წარადგინა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, შეიძლება, გადაუჭარბებლად ითქვას, რომ კახა კახიშვილი მინისტრთა კაბინეტის ყველაზე წარმატებული მინისტრი იყო.

„ის არის ადამიანი, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმები გაატარა ერთ-ერთ ყველაზე რთულ მიმართულებაში, მაგრამ წარმატება და წარმატებული რეფორმები ერთ სექტორში არ არის საკმარისი. ჩვენ გვსურს წარმატებული და ფუნდამენტური რეფორმების გატარება ყველა მიმართულებით. მთავრობის ადმინისტრაციას რეფორმების კოორდინაციის საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, შესაბამისად, კახა დაიკავებს სწორედ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ადგილს და ჩემთან ერთად ამ პოზიციიდან შეძლებს, კოორდინაცია გაუწიოს ჩვენს მიერ დაანონსებული ყველა რეფორმის დროულად დანერგვას. ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროგრამის მიხედვით, ყველა რეფორმა დაინერგება 2018-2019 წლებში. რა თქმა უნდა, განათლების რეფორმა განსაკუთრებული შემთხვევაა და ის გრძელვადიანია, მაგრამ ყველა სხვა რეფორმა, რომელიც ინიცირებულია ჩვენს მიერ და ის ახალი რეფორმები, რომლებსაც შემოდგომაზე გავაჟღერებთ, დაინერგება 2018-2019 წლებში. ამ რეფორმების კოორდინაციას და დანერგვას სჭირდება სისტემური მენეჯმენტი, ეფექტური კადრებით დაკომპლექტებული ეფექტური სამთავრობო რგოლები. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მთავრობის ადმინისტრაციას აქვს განსაკუთრებული ფუნქცია და დარწმუნებული ვარ, კახა ამ ფუნქციას ღირსეულად შეასრულებს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რეფორმების სწრაფი ეფექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება კახა კახიშვილმა.

„უწყებებში იწყება და ზოგ შემთხვევაში დაწყებულია ძირეული რეფორმები, მაგრამ ამავდროულად, მოსახლეობას სჭირდება სწრაფი ეფექტი. ამიტომაც, ჩვენ მთავრობის ადმინისტრაციიდან, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად მაქსიმალურად გავაძლიერებთ კოორდინაციას იმისთვის, რომ სიკეთე, რომელიც მოაქვს დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებს, ძალიან მოკლე დროში მიიღოს და იგრძნოს მოსახლეობამ”, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.

კომენტარები

კახა კახიშვილი კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაცია პრემიერმინსიტრი რეფორმები ძირეული რეფორმები 2018-07-12
Tags კახა კახიშვილი კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაცია პრემიერმინსიტრი რეფორმები ძირეული რეფორმები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მიხეილ ბატიაშვილი: უმოკლეს პერიოდში დავიწყებთ უსწრაფესი ნაბიჯების გადადგმას

შემდეგი სტატია

„დიდი ყურადღება დაეთმობა ინდუსტრიალიზაციას და ტექნოლოგიებზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას.“

მსგავსი სტატიები

ველოდებით პრეზიდენტის მიწვევას, მზად ვართ, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესში, რომელსაც ჰქვია თანხმობის მიღწევის მცდელობა მნიშვნელოვან პოლიტიკურ აქტორებს შორის

ველოდებით პრეზიდენტის მიწვევას, მზად ვართ, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესში, რომელსაც ჰქვია თანხმობის მიღწევის მცდელობა მნიშვნელოვან პოლიტიკურ აქტორებს შორის

ირაკლი შალიკაშვილი 20 დეკ 2021
ალეკო ელისაშვილი: ქვეყანამ უკრაინას საბჭოთა წარმოების იარაღი მიაწოდოს, სანაცვლოდ კი თანამედროვე სტანდარტების შეიარაღება მივიღოთ

ალეკო ელისაშვილი: ქვეყანამ უკრაინას საბჭოთა წარმოების იარაღი მიაწოდოს, სანაცვლოდ კი თანამედროვე სტანდარტების შეიარაღება მივიღოთ

ირაკლი შალიკაშვილი 24 მაი 2022
იაგო ხვიჩია: ნონა გონიერი ადამიანია და მისი იმედგაცრუება „ნაციონალური მოძრაობით“ ჩემთვის სრულად გასაგებია

იაგო ხვიჩია: ნონა გონიერი ადამიანია და მისი იმედგაცრუება „ნაციონალური მოძრაობით“ ჩემთვის სრულად გასაგებია

ნინო ჩხეიძე 04 ნოე 2022

უახლესი ამბები

  • ნინო ნადირაძე სასამართლოში: очень интересно… მგონი მოვწონვარ ამ კაცებს

    ნინო ნადირაძე სასამართლოში: очень интересно… მგონი მოვწონვარ ამ კაცებს

  • ბორის ნემცოვი უკრაინასთან ომის შესახებ (2014წლის ჩანაწერი)

    ბორის ნემცოვი უკრაინასთან ომის შესახებ (2014წლის ჩანაწერი)

  • დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

    დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილის სახელით სპეკულირება მიუღებელია

    ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილის სახელით სპეკულირება მიუღებელია

  • არას­რულ­წლო­ვა­ნის დედას არ სჯერა, რომ ბიძამ მისი 7 წლის შვილი გააუპატიურა

    არას­რულ­წლო­ვა­ნის დედას არ სჯერა, რომ ბიძამ მისი 7 წლის შვილი გააუპატიურა

  • ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • კალაძე: მოგვიწოდებენ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ მოსახლეობას და სამშობლოს – მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა

    კალაძე: მოგვიწოდებენ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ მოსახლეობას და სამშობლოს – მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა

  • კახა კალაძე: ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს

    კახა კალაძე: ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს

  • შოთა გულბანი: თუკი საქართველო აკრძალავდა სავაჭრო და ფულადი გზავნილების არხებს რუსეთთან, 2022 წლის ეკონომიკისთვის ფატალური შედეგების მომტანი იქნებოდა

    შოთა გულბანი: თუკი საქართველო აკრძალავდა სავაჭრო და ფულადი გზავნილების არხებს რუსეთთან, 2022 წლის ეკონომიკისთვის ფატალური შედეგების მომტანი იქნებოდა

  • რადგან…  სამშობლო აირჩია!

    რადგან… სამშობლო აირჩია!

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge